რადიოლოგიური სამსახური
ულტრაბგერითი კვლევა (ექოსკოპია) წარმოადგენს სწრაფ, არაინვაზიურ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო დიაგნოსტიკურ მეთოდს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვადასხვა დაავადების დროულ გამოვლენასა და მკურნალობის დაგეგმვაში.
„მრჩეველში“ ულტრაბგერითი კვლევები ტარდება ყველა ასაკის პაციენტთან, ინდივიდუალური სამედიცინო მიდგომისა და კლინიკური საჭიროებების გათვალისწინებით.
ულტრაბგერითი კვლევების მიმართულებები:
- მუცლის ღრუს ორგანოების კვლევა (ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი და სანაღვლე გზები, ელენთა, კუჭქვეშა ჯირკვალი, მუცლის ღრუს სისხლძარღვები)
- საშარდე სისტემის კვლევა (თირკმელები, შარდის ბუშტი, წინამდებარე ჯირკვალი)
- სარძევე და ფარისებრი ჯირკვლების კვლევა
- სანერწყვე ჯირკვლების კვლევა
- კისრის მიდამოს რბილი ქსოვილების კვლევა
- კანისა და კანქვეშა რბილი ქსოვილების კვლევა
- ლიმფური კვანძების კვლევა
- მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიის შეფასება ჩვილებში
- წინამდებარე ჯირკვლისა და სათესლე პარკის კვლევა
- გინეკოლოგიური ულტრაბგერითი კვლევები
ულტრაბგერითი კვლევები ბინაზე
“მრჩეველის” რადიოლოგიური სამსახური ასევე გთავაზობთ ულტრაბგერით კვლევას ბინაზე გამოძახებით. ეს სერვისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის ან გადაადგილების შეზღუდვის გამო კლინიკაში ვიზიტი უჭირთ. გამოკვლევები ტარდება თანამედროვე, მობილური ულტრაბგერითი სისტემით Esaote MyLab Omega, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი გარჩევადობის გამოსახულებას და მრავალპროფილურ, ზუსტ დიაგნოსტიკურ შესაძლებლობებს.
ბინაზე გამოძახებით შესაძლებელია შემდეგი კვლევების ჩატარება:
- მუცლის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევა (ჰეპატობილიარული და საშარდე სისტემები)
- მცირე მენჯის ორგანოების შეფასება
- გინეკოლოგიური ულტრაბგერითი კვლევა
- ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა
- პლევრისა და პერიტონეუმის ღრუში სითხის არსებობის შეფასება და დინამიკური მონიტორინგი