ბინაზე მომსახურება
ლაბორატორიული კვლევები ბინაზე
„მრჩეველი“ ლაბორატორიულ მომსახურებას პირდაპირ სახლში ან თქვენთვის სასურველ მისამართზე გთავაზობთ. გამოძახება უფასოა – იხდით მხოლოდ ანალიზების ღირებულებას. სერვისი ხელმისაწვდომია თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში, წინასწარი ჩაწერით.
მომსახურების მისაღებად გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 0322 931 000 ან 599 931 000
პედიატრის ვიზიტი ბინაზე
“მრჩეველის” პედიატრიული და ფსიქოლოგიური სამსახური გთავაზობთ პედიატრის ბინაზე ვიზიტს. ვიზიტის დროს ექიმი შეაფასებს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გასცემს ინდივიდუალურ რეკომენდაციებს და, საჭიროების შემთხვევაში, დაგეგმავს მკურნალობისა და საჭირო კვლევების შემდგომ ეტაპებს.
პედიატრის ბინაზე ვიზიტი შესაძლებელია თბილისში, წყნეთსა და წავკისში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით: 032 222 03 30 ან 032 299 66 92
ულტრაბგერითი კვლევა ბინაზე
გამოკვლევა ტარდება თანამედროვე, მაღალი კლასის ნახევრად პორტატიული ულტრაბგერითი სისტემით Esaote MyLab Omega, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი გარჩევადობის გამოსახულებასა და სანდო დიაგნოსტიკურ შესაძლებლობებს.
ბინაზე გამოძახებით შესაძლებელია შემდეგი ულტრაბგერითი კვლევების ჩატარება:
- მუცლის ღრუს ორგანოები (ჰეპატობილიარული და საშარდე სისტემები)
- მცირე მენჯის ორგანოები
- ფარისებრი ჯირკვალი
- ლიმფური კვანძები
- პლევრისა და პერიტონეუმის ღრუში სითხის შეფასება
ბინაზე ულტრაბგერითი კვლევისთვის დაგვიკავშირდით: 0322 931 000 ან 599 931 000