პედიატრიული და ფსიქოლოგიური სამსახური
“მრჩეველის“ პედიატრიული სამსახური
30 წელზე მეტია ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვენი ყოველდღიური პასუხისმგებლობაა.
ჩვენთან ვიზიტი მხოლოდ დაავადების მკურნალობა არ არის – ეს არის ბავშვის ზრდისა და განვითარების თანმხლები პროცესი, სადაც ექიმი და მშობელი ერთად იღებენ გადაწყვეტილებებს.
ჩვენი მიდგომა:
მრჩეველში ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნავს არა ერთი ექიმი, არამედ პედიატრთა გუნდი.
ჩვენი პედიატრები მუშაობენ ერთიანი სამედიცინო მიდგომით და მუდმივად თანამშრომლობენ ერთმანეთთან, რაც თითოეული ბავშვის ჯანმრთელობის საკითხის კომპლექსურად შეფასებასა და სწორ სამედიცინო გადაწყვეტილებებს უზრუნველყოფს.
ყველა პედიატრს აქვს წვდომა პაციენტის სრულ სამედიცინო ისტორიაზე. ამიტომ საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ ექიმს შეუძლია მკურნალობის პროცესის გაგრძელება -მაშინაც კი, თუ კონკრეტული პედიატრი ადგილზე არ არის.
„რთული შემთხვევები“ ყოველკვირეულად განიხილება პედიატრთა გუნდურ შეხვედრებზე, რაც თითოეული პაციენტისთვის საუკეთესო სამედიცინო გადაწყვეტილებების მიღებას უზრუნველყოფს.
ჩვენი პედიატრები ყოველთვის მზად არიან დაეხმარონ მშობლებს საჭირო დროს. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პედიატრის ასისტენტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ექიმთან კომუნიკაციას და საჭირო ინფორმაციის სწრაფ მიღებას.
ჩვენი ექიმ-ასისტენტების (მომავალი ექიმები) დახმარების გარეშე, ექიმებს ძალიან გაუჭირდებოდათ მუშაობა.
ჩვენი ყოველდღიური სამუშაო მოიცავს:
- მწვავე და ქრონიკული დაავადებების დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და მეთვალყურეობას
- ჯანმრთელი ბავშვის პატრონაჟს: პროფილაქტიკური გასინჯვა, რჩევები მშობლებისთვის ბავშვის განვითარებასა და მოვლასთან დაკავშირებით.
პედიატრის ვიზიტი ბინაზე:
„მრჩეველის“ პედიატრიული და ფსიქოლოგიური სამსახური ასევე გთავაზობთ პედიატრის ბინაზე გამოძახების სერვისს.
ეს მომსახურება განსაკუთრებით მოსახერხებელია იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვის მდგომარეობის გამო კლინიკაში მოსვლა რთულია ან მშობელს სურს, რომ კონსულტაცია ბავშვისთვის მშვიდ და ნაცნობ გარემოში ჩატარდეს.
ბინაზე ვიზიტის დროს პედიატრი აფასებს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გასცემს რეკომენდაციებს და საჭიროების შემთხვევაში გეგმავს შემდგომ სამედიცინო მართვას.
სამუშაო საათები: ორშაბათი/პარასკევი: 10:00-18:00
მისამართი: დანიელ ჭონქაძის 29ა / მთაწმინდის შესახვევი 7ა (შესასვლელი ჭონქაძის ქუჩიდან
ჩაწერა: ვიზიტის დასაჯავშნად ან ბინაზე პედიატრის კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით: 032 222 03 30; 032 299 66 92
ფსიქოლოგის კონსულტაცია
სათამაშოთეკა