ჩვენი ისტორია
სამედიცინო ცენტრი „მრჩეველი“ არის ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის წევრი, საერთაშორისო პარტნიორი და წარმომადგენელი ამიერკავკასიაში. ლაბორატორია დაარსდა 2 000 წელს და დღეს წარმოდგენილია 10 ფილიალით – თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში.
„მრჩეველი“ გთავაზობთ ლაბორატორიული კვლევების ფართო სპექტრს, რომლებიც ტარდება, როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო პარტნიორ ლაბორატორიებში. ყველა კვლევა სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, პროფესიული ასოციაციების რეკომენდაციებსა და ხარისხის კონტროლის მოთხოვნებს.
კვლევების დიდი ნაწილი სრულად ავტომატიზებული ლაბორატორიული პროცესის ფარგლებში სრულდება, რაც უზრუნველყოფს სტანდარტიზაციასა და შედეგების სიზუსტეს. პროცესის მნიშვნელოვან ნაწილს პრეანალიტიკური ეტაპი წარმოადგენს, რომელიც ბიოლოგიური ნიმუშის სწორ აღებას, შესაბამისი სინჯარების გამოყენებასა და უსაფრთხო დამუშავებას მოიცავს. „მრჩეველის“ ლაბორატორიაში, ისევე როგორც გერმანიაში ლიმბახის ჯგუფის ლაბორატორიებში, გამოიყენება გერმანული, Sarstedt–ის მასალები.
საერთაშორისო ლაბორატორიებში ბიოლოგიური მასალები იგზავნება IATA-ს საერთაშორისო მოთხოვნების დაცვით, უსაფრთხო ტრანსპორტირებისა და ნიმუშის ხარისხის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად.
„მრჩეველის“ ლაბორატორიაში ბიოლოგიური ნიმუშები ინახება 7 დღის განმავლობაში, რაც საჭიროების შემთხვევაში დამატებითი წესების დაცვით შენახულ მასალაში კვლევების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა, პაციენტის ლაბორატორიაში განმეორებით მისვლისა და მასალის თავიდან აღების გარეშე.
განსაკუთრებული ყურადღება პატარა პაციენტებს ეთმობათ, რომელთათვისაც გამოიყენება Sarstedt – ის ფირმის პედიატრიული სინჯარები და ე.წ. „პეპლები“, რომლებიც უმტკივნეულოა, უზრუნველყოფს სისხლის სწრაფ და სტაბილურ გამოყოფას.
„მრჩეველი“ასევე გთავაზობთ ბინაზე უფასო ვიზიტს ლაბორატორიული კვლევებისთვის.
ცენტრალიზებული საინფორმაციო სამსახური, მომხმარებლებს აწვდის
სრულყოფილ ინფორმაციას მომსახურებებისა და კვლევების შესახებ. დაცულია პაციენტის მონაცემების კონფიდენციალურობა და უზრუნველყოფილია უსაფრთხო სამუშაო გარემო როგორც პაციენტებისთვის, ასევე თანამშრომლებისთვის.
“მრჩეველი” აქტიურად არის ჩართული ლაბორატორიული მედიცინის განვითარებაში და გერმანელ პარტნიორებთან ერთად ნერგავს ხარისხზე, სიზუსტეზე და პაციენტზე ორიენტირებულ სამედიცინო მომსახურებას.
ლაბორატორიული მომსახურების გარდა, სამედიცინო ცენტრი „მრჩეველი“ გთავაზობთ შემდეგ სერვისებს:
პედიატრიული და ფსიქოლოგიური სამსახური
თერაპიული სამსახური
რადიოლოგიური სამსახური
მორფოლოგიური სამსახური
ვეტერინარული სამსახური
გენეტიკური სამსახური
კვების ლაბორატორია
პედიატრიული და ფსიქოლოგიური სამსახური
პირველი მორფოლოგიური კვლევები გერმანიაში
პარტნიორობა "ლიმბახის დიაგნოსტიკურ ჯგუფთან“ (Limbach Group)
საინფორმაციო სამსახური
ლაბორატორიული ქსელის გაფართოება
თერაპიული სამსახური
რადიოლოგიური სამსახური
ცენტრალური ლაბორატორია, ესმა ონიანის 10