კონფიდენციალურობის განაცხადი
პრეამბულა
შპს მრჩეველი (ს/კ: 204954497)) (შემდგომ – „კლინიკა“/“ჩვენ“) არის სამედიცინო დაწესებულება, რომელიც დაფუძნებულია და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. კლინიკის საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების, მათ შორის, ლაბორატორიული კვლევების, რადიოლოგიის, პედიატრიის მომსახურების გაწევას პაციენტებისათვის.
კლინიკა ფლობს ვებგვერდს (www.mrcheveli.com), რომელიც გამოიყენება დაინტერესებული პირისათვის სამეციცინო მომსახურების თაობაზე ინფორმაციის მისაწოდებლად, ვებგვერდზე არსებული პირადი კაბინეტის საშიალებით სამედიცინო მომსახურების გასაწევად, მათ შორის, ლაბორატორიული კვლევის შედეგების ონლაინ რეჟიმში მისაღებად, ლაბორატორიული მომსახურების მისაღებად ვიზიტების დისტანციურ დასაჯავშნად და სხვა.
წინამდებარე კონფიდენციალურობის განაცხადის მიზანია თქვენი, როგორც ვებგვერდის (www.mrcheveli.com) მომხმარებლის, ინფორმირება ვებგვერდის საშუალებით თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თქვენი უფლებების თაობაზე.
მონაცემთა დამუშავების მიზნები
ჩვენს ვებგვერდზე შემოთავაზებული ზოგიერთი ინფორმაცია და მომსახურება მოითხოვს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას. კერძოდ, კლინიკის მიერ მუშავდება ვებგვერდის მომხმარებლის მონაცემები შემდეგი მიზნით:
- ვებგვერდის გამართულად ფუნქციონირებისათვის;
- მომხმარებელთა უსაფრთხოების მიზნით;
- ვებგვერდის მომხმარებელთა რაოდენობის, პოპულარული გვერდებისა და სერვისების იდენტიფიცირების მიზნით;
- დისტანციურად სამედიცინო მომსახურების გაწევის მიზნით.
ჩვენ არ ვამუშავებთ თქვენს ინფორმაციას ზემოთ აღნიშნული მიზნისგან განსხვავებული მიზნით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისიწნებული შემთხვევებისა.
ჩვენ არ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის.
მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები
ვებგვერდის საშუალებით კლინიკა ამუშავებს მონაცემებს შემდეგი სამართლებრივი საფუძვლების შესაბამისად:
ა) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით – მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
ბ) მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;
გ) მონაცემთა დამუშავება საჭიროა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
დ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის მიხედვით – მონაცემთა დამუშავება აუცილებელია დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან მესამე პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესის მისაღწევად;
ე) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით – მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად).
მონაცემთა კატეგორიები
(ა)ვებგვერდით სარგებლობის მიზნით, მუშავდება მომხმარებლის შემდეგი სახის ინფორმაცია:
- IP მისამართი;
- მომხმარებლის ლოკაცია: ქვეყანა, რეგიონი, ქალაქი;
- გვერდები, რომელიც ნახა მომხმარებელმა;
- URL, რომელიც ნახა მომხმარებელმა;
- ვიზიტის/აქტივობის თარიღი და დრო
- მომხმარებლის მიერ არჩეული ენა
(ბ) ვებგვერდის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მუშავდება შემდეგი ინფორმაცია:
- მომხმარებლის უნიკალური იდენტიფიკატორი
- IP მისამართი;
- მომხმარებლის ლოკაცია: ქვეყანა, რეგიონი, ქალაქი
- მომხმარებლის მოწყობილობის უნიკალური კოდი და ოპერაციული სისტემა;
- მომხმარებლის მიერ გამოყენებული ბრაუზერის ვერსია
- პირველი და შემდგომი ვიზიტის დრო
- URL, რომელიც ნახა მომხმარებელმა
(გ) ვებგვერდის მომხმარებელთა რაოდენობის, პოპულარული გვერდებისა და სერვისების იდენტიფიცირების მიზნით, მუშავდება შემდეგი ინფორმაცია:
- ვიზიტების რაოდენობა და სესიის ხანგრძლივობა;
- გვერდების ნახვების რაოდენობა და მომხმარებელთა ქცევა საიტზე;
- მოწყობილობის ტიპი (მაგ: მობილური/ლეპტოპი), ბრაუზერი და ოპერაციული სისტემა, ლოკაცია;
- ვებგვერდზე გადასვლის წყაროები (როგორ მოხვდა მომხმარებელი საიტზე).
(დ) დისტანციურად სამედიცინო მომსახურების გაწევის მიზნით მუშავდება შემდეგი სახის ინფორმაცია:
- მაიდენტიფიცირებელი მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი;
- საკონტაქტო ინფორმაცია: ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა, იურიდიული ან/და ფაქტობრივი მისამართი.
- ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემები: პაციენტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებში მოცემული ინფორმაცია
(ე) Facebook Messenger ჩატი:
დამუშავდება იმ ინფორმაციიდან, რაც აღნიშნული პლატფორმის გამოყენებით კომუნიკაციის ფარგლებში მომხმარებლის მიერ საკუთარი ნებით გაზიარდება, მხოლოდ ის მონაცემები, რაც საჭირო და აუცილებელი იქნება მომხმარებლისთვის მომსახურების გასაწევად.
(ვ) მზა-ჩანაწერის (Cookies) ფაილებთან დაკავშირებული ინფორმაცია: მომხმარებლის მიერ გამოთქმული თანხმობის შესახებ, თანხმობის გაცხადების/ უარის დრო.
ჩვენ ვიღებთ ყველა იმ უსაფრთხოების ზომას, რომელიც უზრუნველყოფს, თქვენი მონაცემების მუდმივ განახლებასა და უსაფრთხოდ დამუშავებას.
მონაცემთა შენახვის ვადა
ვებგვედის მომხმარებლის პერსონალური მონაცემები, რომელიც აუცილებელია ვებგვერდით სარგებლობის მიზნებისათვის, ინახება 365 დღის განმავლობაში.
ვებგვერდის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მონაცემები ინახება 365 დღე
ვებგვერდის მომხმარებელთა რაოდენობის, პოპულარული გვერდებისა და სერვისების იდენტიფიცირების მიზნით, მონაცემები ინახება:
- მომხმარებლების აქტივობების შესახებ (“შემოსვლა/ბმულებზე გადასვლა” და სხვა მომენტალური აქტივობები) ინფორმაცია 365 დღის განმავლობაში განმავლობაში;
- მომხმარებლის შესახებ (ანუ უნიკალური მომხმარებლების იდენტიფიკატორები, მის მიერ გამოყენებული მოწყობილობების ტიპები, ოპერაციული სისტემები, ბრაუზერის ვერსიები, ლოკაციები და მათი ისტორიები) ინფორმაცია ინახება 365 დღის განმავლობაში.
პირადი კაბინეტის საშუალებით დამუშავებული მონაცემები ინახება არაუმეტეს 365 დღის განმავლობაში.
მზა-ჩანაწერის (Cookies) ფაილებთან დაკავშირებული ინფორმაციის შენახვის ვადები განსაზღვრულია მზა-ჩანაწერების (Cookies) პოლიტიკაში.
მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა
ვებგვერდის საშუალებით დამუშავებული არცერთი მონაცემების გადაცემა საერთაშორისო დონეზე არ ხორციელდება.
მონაცემთა გაზიარება
თქვენი მონაცემები შეიძლება გაზიარდეს/გადაეცეს მხოლოდ სახელმწიფო ან/და ადმინისტრაციულ ორგანოებს, საქართველოს კანონმდებლობის ან/და სასამართლო გადაწყვეტილების/განჩინების საფუძველზე;
კლინიკა მონაცემებს აზიარებს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იმ მოცულობით, რაც აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
მონაცემთა სუბიექტის უფლებები პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით
“პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, თქვენ უფლება გაქვთ:
- მიიღოთ ინფორმაცია კლინიკაში თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ;
- გაეცნოთ და მიიღოთ ასლები თქვენი მონაცემების შესახებ;
- თქვენს შესახებ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების თაობაზე მოითხოვოთ გასწორება, განახლება ან/და შევსება;
- მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება;
- მოითხოვოთ მონაცემების დაბლოკვა;
- მოითხოვოთ მონაცემების გადატანა;
- ისარგებლოთ გასაჩივრების უფლებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გათვალისწინებული უფლებებისა და დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში;
მონაცემთა უსაფრთხოება
კლინიკა უზრუნველყოფს ტექნიკურ და უსაფრთხოების ზომებს, რათა დაცულ იქნას თქვენი მონაცემები შემთხვევითი ან განზრახ მანიპულაციებისგან, უნებართვო წვდომისგან, გამოყენებისგან, დაკარგვის და განადგურებისგან. მონაცემები ინახება დაცულ სერვერებზე. გამოიყენება დაშიფრული კავშირი (SSL). პირადი კაბინეტის მომხამრებლების პაროლები ინახება დაშიფრული ფორმით. მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას საკუთარი ავტორიზაციის მონაცემები.
კლინიკის მიერ თქვენს მონაცემებზე წვდომა აქვს მხოლოდ კლინიკის უფლებამოსილ თანამშრომლებს, რომლებიც ვალდებულები არიან დაიცვან ინფორმაციის კონფიდენციალობა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
ვებგვერდის მომხმარებელს უფლება აქვს ვებგვერის მიერ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე დაუკავშირდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, შპს „დეითა ფრაივასის“(ს/კ: 400272469), შემდეგ ელ-ფოსტაზე ან/და ტელეფონის ნომერზე:
- ელ. ფოსტა: dpo@mrcheveli.com
- ტელეფონი: +995 511 24 94 58
- მისამართი: ქ. თბილისი, ყაზბეგის გამზირი, #9