მზა-ჩანაწერების (Cookies) პოლიტიკა
„მზა-ჩანაწერები“ (Cookies) არის მცირე ზომის ტექსტური ფაილი, რომელსაც ვებგვერდი თითოეული მომხმარებლის/ვიზიტორის მოწყობილობაში (მაგ. კომპიუტერი, მობილური ტელეფონი) განათავსებს, ვებგვერდზე სტუმრობისთანავე და მისი საშუალებით აგროვებს ინფორმაციას ვებგვერდზე მომხმარებლის კონკრეტული მოქმედების შესახებ, რათა ხელი შეუწყოს ვებგვერდის გამართულ ფუნქციონირებას, მომხმარებელთა უსაფრთხოებას, ვებგვერდის მომხმარებელთა რაოდენობის, პოპულარული გვერდებისა და სერვისების იდენტიფიცირებას, მიზნობრივ რეკლამირებას.
მზა-ჩანაწერი აგროვებს ინფორმაციას მომხმარებლის ვიზიტის შესახებ, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ვებგვერდზე შესვლის დროს, ხანგრძლივობას, მის მიერ არჩეულ ენას, მოძიებულ და ნანახ ინფორმაციას, რეკლამას და სხვ.
ვებგვერდზე მომხმარებლის ყოველი შემდგომი ვიზიტის დროს, ვებგვერდი აღადგენს მზა-ჩანაწერის მიერ შეგროვებულ ინფორმაციას, რომელთა შესაბამისადაც ხდება მომხმარებლის იდენტიფიცირება და შესაბამისი გვერდების/სერვისების/რეკლამების შეთავაზება.
ვებგვერდზე მომხმარებლის ვიზიტისას, მზა-ჩანაწერი შეიძლება გაიგზავნოს უშუალოდ ვებგვერდის (‘პირველი მხარის მზა-ჩანაწერი’) ან ვებგვერდის ოპერატორთან დაკავშირებული მესამე მხარის პროვაიდერის მიერ (‘მესამე მხარის მზა-ჩანაწერი’).
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ვებგვერდის - www. Mrcheveli.com“ (შემდგომში - „ვებგვერდი“) „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკას, რომელიც მოიცავს მზა-ჩანაწერების სახეებს, მათი გამოყენების მიზნობრიობას, მოქმედების ვადასა და მართვის წესს.
„მზა-ჩანაწერის“ (Cookies) სახეები
ჩვენი ვებგვერდი იყენებს როგორც პირველი მხარის „მზა-ჩანაწერის“ (Cookies) ფაილებს, ასევე მესამე მხარის „მზა-ჩანაწერის“ (Cookies) ფაილებს.
ამასთან, ვებგვერდზე ვიზიტის დროს, ავტომატურად აქტიურდება მხოლოდ ის ქუქი-ფაილები (ე.წ. „აუცილებელი”) რომლებიც აუცილებელია ვებგვერდის ფუნქციონირებისათვის. ყველა სხვა სახის “მზა-ჩანაწერის” (Cookies) ფაილი (Google Analytics, Live Chat) აქტიურდება მხოლოდ თქვენი თანხმობის შემთხვევაში.
პირველი მხარის „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილები - აღნიშნული განთავსდება უშუალოდ ვებგვერდის მიერ მომხმარებლის მოწყობილობაში, რათა მზა-ჩანაწერებით მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ვებგვერდი მორგებულ იქნეს თითოეული მომხმარებლის ინტერესებზე.
მესამე მხარის „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილები- აღნიშნული განთავსდება მომხმარებლის მოწყობილობაში იმ ვებგვერდისგან განსხვავებული ვებგვერდების მიერ რომელსაც ათვალიერებთ და რომლებიც ძირითადად გამოიყენება ვებგვერდზე მომხმარებლების აქტივობების მონიტორინგის საშუალებით, ანალიტიკური ანგარიშისათვის და ვებ-რეკლამის ეკოსისტემისათვის
ვებგვერდზე შესაძლებელია გამოყენებული იყოს აუცილებელი და/ან არასავალდებულო „მზა-ჩანაწერები“ (Cookies). აუცილებელი „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) გამოყენებისათვის არ არის საჭირო ვებგვერდის მომხმარებლის თანხმობა, შესაბამისად, ის ავტომატურად მოქმედებს ვებგვერდზე ვიზიტისას, ხოლო არასავალდებულო „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) მოქმედებისათვის აუცილებელია მომხმარებლის წინასწარი თანხმობა, შესაბამისად მისი გამოყენება შესაძლებელია ვიზიტორის მხოლოდ სრული თანხმობის გაცხადებით და უარის შემთხვევაში არასავალდებულო „მზა-ჩანაწერები“ (Cookies) არ გამოიყენება.
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს იმისათვის, რომ:
- თვალი ვადევნოთ ვებსაიტზე ვიზიტორთა ნაკადს და მათ მიერ გვერდების ნახვის სტატისტიკას;
- ვიცოდეთ ჩვენი ვებსაიტის ვიზიტორთა საერთო რაოდენობა და თუ რა ტიპის ინტერნეტ ბრაუზერებსა ( მაგ., Firefox, Chrome ან Internet Explorer) და ოპერაციულ სისტემებს (მაგ., Windows, macOS ან Linux) იყენებენ ისინი;
- ვაწარმოოთ ვებსაიტის ეფექტურობის მონიტორინგი და მუდმივად გავაუმჯობესოთ იგი;
- უზრუნველვყოთ ვებსაიტის მომხმარებლებზე მორგება და გავაძლიეროთ მათი გამოცდილება
ჩვენს ვებგვერდზე მოქმედებს „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) შემდეგი სახეები:
სავალდებულო ქუქიები
| ქუქი-ფაილის სახელი | ტიპი და მოქმედების ვადა | გამოყენების მიზანი | დამმუშავებელი კომპანია და წარმოშობა |
|---|---|---|---|
| _GRECAPTCHA | მუდმივი (6 თვე) | იცავს სპამისგან, განასხვავებს ადამიანებს ბოტებისგან. | Google (Google reCAPTCHA) |
| AEC | მუდმივი (~6 თვე) | უზრუნველყოფს, რომ ბრაუზინგის სესიის ფარგლებში მოთხოვნები მომხმარებლისგან მოდის. |
ანალიტიკური და ქცევითი ქუქიები
| ქუქი-ფაილის სახელი | ტიპი და მოქმედების ვადა | გამოყენების მიზანი | დამმუშავებელი კომპანია და წარმოშობა |
|---|---|---|---|
| _ga | მუდმივი (2 წელი) | გამოარჩევს მომხმარებლებს Google Analytics-ისთვის. | Google (Google Analytics) |
| NID | მუდმივი (~ 6 თვე) | ინახავს მომხმარებლის პრეფერენციებს და უზრუნველყოფს რეკლამის ჩვენებას Google Ads-ის მეშვეობით. | Google (Google Ads) |
| _fbp | მუდმივი (3 თვე) | თვალყურს ადევნებს ვიზიტებს ვებსაიტებზე სარეკლამო მიზნებისთვის. | Meta (Facebook Pixel) |
| ar_debug | სესია | გამოიყენება რეკლამის ტესტირებისა და დეფექტების გამოსავლენად Google Ads-თან დაკავშირებულ სერვისებში. | Google (Google Tag Manager) |
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, საჭიროების შემთხვევაში შევცვალოთ ან განვაახლოთ წინამდებარე ქუქი-ფაილების პოლიტიკა. განახლებული ვერსია გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე.
ვებ-გვერდის გამოყენების გაგრძელებით მომხმარებელი ეთანხმება განახლებულ პირობებს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრი
ვებგვერდის მომხმარებელს უფლება აქვს ვებგვერის მიერ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე დაუკავშირდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, შპს „დეითა ფრაივასის“(ს/კ: 400272469), შემდეგ ელ-ფოსტაზე ან/და ტელეფონის ნომერზე:
- ელ. ფოსტა: dpo@mrcheveli.com
- ტელეფონი: +995 511 24 94 58
- მისამართი: ქ. თბილისი, ყაზბეგის გამზირი, #9