MVZ LABOR DR.LIMBACH
ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი – MVZ Labor Dr. Limbach ლაბორატორიული მედიცინის წამყვანი საექსპერტო ცენტრია ევროპაში. ლაბორატორია 1979 წელს, ჰაიდელბერგში დააარსა ექიმმა ჰანს-იაკობ ლიმბახმა. დღეს სამედიცინო ქსელი გერმანიის სხვადასხვა ქალაქში 32 საექსპერტო ცენტრსა და 600-ზე მეტ სპეციალისტს აერთიანებს, მათ შორის – 30-ზე მეტ ექიმსა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ექსპერტს.
ლიმბახის ძირითადი საექსპერტო მიმართულებებია ლაბორატორიული, ინფექციური, მოლეკულური და ტრანსფუზიური მედიცინა, ჰიგიენა და გენეტიკური კვლევები. ცენტრი გთავაზობთ ლაბორატორიული ტესტების ფართო სპექტრს, რომელიც როგორც საერთაშორისო გაიდლაინებს, ისე წამყვანი დარგობრივი ასოციაციების რეკომენდაციებს ეფუძნება.
ინოვაციური მიდგომებისა და კვლევის ახალი მეთოდების პრაქტიკაში დანერგვა ყოველთვის უახლესი სამეცნიერო შედეგების გათვალისწინებით და ISO 15189 და ISO/IEC 17025 სტანდარტების მკაცრი შესაბამისობით ხდება.