სალომე ჩალაძე

რადიოლოგი

სალომე ჩალაძე, რადიოლოგი, „მრჩეველის“ გუნდს 2020 წელს შემოუერთდა. მისი პროფესიული საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ბავშვთა და მოზრდილთა დიაგნოსტიკური ულტრაბგერითი კვლევა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, რის შემდეგაც რადიოლოგიის რეზიდენტურა „ევექსში“ გაიარა. საერთაშორისო კლინიკური პრაქტიკა მიიღო გერმანიაში – Klinikum Landshut-ისა და Carl-Thiem-Klinikum Cottbus-ის რადიოლოგიის დეპარტამენტებში.

რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო სასწავლო პროგრამებსა და კონგრესებში, მათ შორის აღსანიშნავია ზალცბურგის საერთაშორისო სემინარი – Salzburg Weill Cornell Seminar in Diagnostic Imaging.

სალომე ჩალაძე არის საქართველოს ულტრაბგერითი ასოციაციის საორგანიზაციო გუნდის წევრი, ასევე ევროპის რადიოლოგთა ასოციაციის (ESR) და ბავშვთა რადიოლოგიის წამყვანი ევროპული (ESPR) და ამერიკული (SPR) პროფესიული საზოგადოებების წევრი.

სალომე ჩალაძესთან დიაგნოსტიკური ულტრაბგერითი კვლევის დაგეგმვა შესაძლებელია როგორც ადგილზე, „მრჩეველში“ (ალ. ყაზბეგის გამზ. 9), ასევე ბინაზე გამოძახებით.

დაჯავშნე ვიზიტი

 

დაჯავშნე რიგი
ლაბორატორიაში