სათამაშოთეკა

წარმოიდგინეთ ადგილი, სადაც ბავშვის თამაში არა უბრალოდ დროის გატარება, არამედ განვითარების ინსტრუმენტია – ეს არის სათამაშოთეკა!

სათამაშოთეკა, იგივე სათამაშოების ბიბლიოთეკა, უნიკალური სივრცეა, სადაც თავმოყრილია 100-ზე მეტი განმავითარებელი სათამაშო, რომლებიც „მრჩეველის“ პედიატრებმა და ფსიქოლოგებმა ბავშვის ასაკისა და საჭიროებების მიხედვით შეარჩიეს.

თამაში მიმდინარეობს ფსიქოლოგებისა და ასისტენტების ჩართულობით, ბავშვის საჭიროებების მიხედვით შერჩეული სათამაშოებით. ამ პროცესში ბავშვი ავითარებს იმ უნარებს, რომლებიც მიმდინარე ეტაპზე ყველაზე მეტად სჭირდება – მეტყველებას, შემეცნებას, მოტორიკას, სოციალურ უნარებს და დამოუკიდებლობას. 

სათამაშოთეკაში ბავშვებს შეუძლიათ ითამაშონ ინდივიდუალურად, ჯგუფში ან მშობლებთან ერთად.

 

სათამაშოთეკას განსაკუთრებული ინსტრუმენტიც – განვითარების სკრინინგ-ტესტი ET 6-6-R აქვს, რომლის საშუალებითაც ვიგებთ ბავშვის ძლიერ მხარეებს, საჭიროებებს და ვურჩევთ მის განვითარებაზე მორგებულ თამაშებს და სათამაშოებს.

სათამაშოთეკა განკუთვნილია 3-დან 8 წლამდე ბავშვებისთვის. აქ ისინი თამაშის საშუალებით იძენენ ახალ უნარებს და აუმჯობესებენ უკვე არსებულს. სათამაშოთეკა ასევე კარგი შესაძლებლობაა იმ ბავშვებისთვის, რომლებიც არ ან ვერ დადიან ბაღში და სურთ თამაშის საშუალებით განივითარონ სხვადასხვა უნარი, შეიძინონ ახალი გამოცდილება და, შესაძლებლობის შემთხვევაში, სხვა ბავშვებთანაც იურთიერთონ.

სათამაშოთეკა – სივრცე, რომელიც ამზადებს ბავშვს ბაღისთვის, სკოლისთვის და ცხოვრებისთვის.

დაჯავშნე ვიზიტი
სათამაშოდ დაგვიკავშირდით: 032 222 03 30 / 032 299 66 92
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
მისამართი: დანიელ ჭონქაძის 29ა / მთაწმინდის შესახვევი 7ა (შესასვლელი ჭონქაძის ქუჩიდან)
დაჯავშნე რიგი
ლაბორატორიაში