განავალი, გაყინული

ინფორმაცია პაციენტებისთვის

თქვენი ექიმი გეგმავს კვლევას, რომლისთვისაც აცილებელია განავლის შეგროვება. გთხოვთ, გაეცნოთ განავლის ნიმუშის შეგროვების წესს.

როგორ შევაგროვოთ განავალი?

› სატრანსპორტო მაცივარი, მასალის ლაბორატორიაში ტრანსპორტირებამდე, შეინახეთ მაცივრის საყინულეში;

› დაიტანეთ სატრანსპორტო კონტეინერებზე პაციენტის პირადი მონაცემები;

› გახსენით განავლის შესაგროვებელი ქაღალდი ნახატზე მითითებული ისრების მიმართულებით;

› მოათავსეთ ქაღალდი უნიტაზის უკანა ნაწილზე, როგორც ნახატზეა მითითებული. შეეცადეთ ქაღალდი არ დასველდეს;

› მოხსენით სახურავი ყავისფერთავიან კონტეინერს. მასში მოთავსებული კოვზით, განავლის 6 სხვადასხვა ადგილიდან შეაგროვეთ მასალა და გადაანაწილეთ ორ სატრანსპორტო კონტეინერში. კონტეინერებს მჭიდროდ დააფარეთ სახურავები და მოათავსეთ საყინულეში.

› მასალის შეგროვების შემდეგ, მოხსენით ქაღალდი უნიტაზის კიდეებიდან და ჩააგდეთ შიგნით. დაელოდეთ რამდენიმე წამი, რომ ქაღალდმა წყალი შეიწოვოს, შემდეგ ჩარეცხეთ;

› ლაბორატორიაში ტრანსპორტირებისთვის, 2 გაყინული კონტეინერი მოათავსეთ წინასწარ გაყინულ სატრანსპორტო მაცივარში.

განავალი, გაყინული: მასალის შეგროვების წესი PDF

Stool, Frozen: Sample Collection Instructions PDF

მშობლის / მეურვის მონაცემები

მოზარდის (მონაწილის) მონაცემები

არის თუ არა მონაწილე ნამყოფი „მრჩეველში“ პედიატრთან კონსულტაციაზე?
დაჯავშნე რიგი
ლაბორატორიაში