შარდის საერთო ანალიზი

შარდის საერთო ანალიზი: ქიმიური კვლევები და შარდის ნალექის მიკროსკოპია:

აპარატი: LABUMMAT/URISED 3 PRO

მასალა: დილის ან სპონტანურ შარდი.

ლაბორატორიული სახარჯი მასალა: 1 შარდის სტერილური კონტეინერი

 

მასალის აღებამდე შარდის კონტეინერზე უნდა იყოს მითითებული:

  • პაციენტის სახელი, გვარი
  • დაბადების თარიღი
  • შარდის შეგროვების თარიღი, დრო

 

შარდის შეგროვების წესი

  • შარდის შეგროვების წინ პაციენტმა უნდა ჩაიტაროს გარეთა სასქესო ორგანოების ჰიგიენური პროცედურა გამდინარე თბილი წყლით საპნის გარეშე.
  • უშუალოდ მასალის შეგროვების წინ მოხადეთ სახურავი სტერილურ კონტეინერს
  • შეაგროვეთ შუა ნაკადი
  • მჭიდროდ დაახურეთ სახურავი კონტეინერს
  • შარდის საერთო ანალიზი უნდა ჩატარდეს შარდის შეგროვებიდან მაქსიმუმ 1 საათის განმავლობაში.
  • თუ 1 საათის განმავლობაში ვერ ახერხებთ შარდის მოტანას ლაბორატორიაში, შარდიანი კონტეინერი შეინახეთ მაცივარში 4-8° ტემპერატურაზე (შესაძლებელია შენახვა 2 საათის განმავლობაში)

 

 

შენიშვნა: სპონტანური შარდის შეგროვებისას გასათვალისწინებელია, რომ მოშარდვებს შორის უნდა იყოს გასული მინიმუმ 3 საათი!

 

დაჯავშნე რიგი
ლაბორატორიაში