ლაბორატორიული სახარჯი მასალა:
- 1 24 სთ შარდის შესაგროვებელი სპეციალური კონტეინერი
- 1 შარდის ამოსაღები ყვითელთავიანი კონტეინერი შპრიცით
შარდის შეგროვების წესი
- დაიწყეთ შარდის შეგროვება მაგ. დილის 7 სთ-ზე. პირველი ულუფა გადაღვარეთ. ჩაინიშნეთ დრო
- იმ დღის შემდეგი ყველა ულუფა, შეაგროვეთ სპეციალურ კონტეინერში რომელიც უნდა შეინახოთ თავდახურული, ბნელ და გრილ ადგილას (ზაფხულის პერიოდში მაცივარში – 2-8°C – ზე)
- დაამატეთ მეორე დღის დილის პირველი შარდი იმავე დროს, როგორც წინა დღეს, მაგ. 7:00სთზე.
- შარდის შეგროვების დამთავრების შემდეგ, აუცილებლად ჩაინიშნეთ 24 სთ-ში გამოყოფილი შარდის საერთო რაოდენობა!
- შეგროვების დამთავრების შემდეგ, ჭურჭელი შეანჯღრიეთ და სპეციალური შარდის ამოსაღები შპრიციანი კონტეინერით ამოიღეთ 10 მლ შარდი.
- დაიჭირეთ კონტეინერი შემწოვი თავით ზემოთ, დააფიქსირეთ დგუში უკიდურესად ბოლო პოზიციაში და დგუში გადატეხეთ.
- მოხსენით კონტეინერს ნემსი, მჭიდროდ დაახურეთ სახურავი, და მოიტანეთ ლაბორატორიაში.
შენიშვნა
შარდის შეგროვების პერიოდში პაციენტმა უნდა მიიღოს დაახლოებით 1,5-2 მლ სითხე.