ინფორმაცია მშობლებისთვის (მეურვესთვის)
ჩვილებში შარდის ანალიზისთვის შარდის შეგროვება უფრო რთულია, ვიდრე მოზრდილებში, რადგან მათ არ შეუძლიათ შარდვის კონტროლი. ჩვილებთან, რუტინული შარდის ანალიზისთვის, შარდის შესაგროვებლად ხშირად გამოიყენება სპეციალური ჩვილი ბავშვის კოლექტორები.
ამ გზამკვლევში ვეცდებით აგიხსნათ: როგორ აიღოთ შარდი ჩვილებთან, მონიშნოთ სინჯები და სწორად შეინახოთ გამოკვლევამდე.

როგორ ხდება შარდის შეგროვება ჩვილი ბავშვის კოლექტორით?
ჰიგიენური პროცედურა
› დაიბანეთ ხელები გულდასმით (სასურველია ჩაიცვათ ერთჯერადი ხელთათმანები);
› ბავშვი გულდასმით ჩაბანეთ გამდინარე, თბილი წყლით (საპნის გარეშე). თუ ბავშვის გენიტალიების გასაწმენდად იყენებთ ხელსაწმენდს, ის არ უნდა შეიცავდეს ბაქტერიოციდულ ნივთიერებებს;
გოგონები: დაბანეთ მიმართულებით – წინიდა ნ→ უკან, ფრთხილად გამოაცალკევეთ სასქესო ბაგეები;
ბიჭები: ასოს თავი კარგად დაბანეთ, ჩუჩა ძალით არ გადაწიოთ (სანამდეც არ არის შეზღუდული), სხვა შემთხვევაში გარედან გაწმინდეთ;
› კარგად გაამშრალეთ ერთჯერადი ხელსახოცით.
ჩვილი ბავშვის შარდის კოლექტორის მიმაგრება
› ბავშვი დააწვინეთ ზურგზე;
› კოლექტორის შეფუთვა გახსენით და ამოიღეთ კოლექტორი;
› კოლექტორს აქვს ნახვრეტი, რომელზეც დაკრულია ქაღალდი. მოაცილეთ ქაღალდი, გამოჩნდება ი-ს ფორმის საწებარი. მიამაგრეთ ბავშვს ისე, რომ კოლექტორის ბოლოს არსებული სამკუთხედი მიმართული იყოს ქვევით და შარდსაწვეთი მოხვდეს კოლექტორის ნახვრეტის შუაში;
ბიჭები: მიამაგრეთ ისე, რომ ასო მოთავსდეს კოლექტორის ნახვრეტის შუაში;
გოგონები: მიამაგრეთ გარეთა ბაგეებზე ისე, რომ შარდსაწვეთი მოხვდეს კოლექტორის ნახვრეტის შუაში;
› დარწმუნდით რომ, კოლექტორი სწორად არის მიკრული და კარგად არის დაფიქსირებული, შემდეგ შემოაცვით პამპერსი;
› შეამოწმეთ კოლექტორი 15 წუთში ერთხელ;
› მოშარდვისთანავე მოხსენით კოლექტორი;
› თუ 30-60 წთ-ის შემდეგ შარდი არ არის, მოხსენით კოლექტორი. ბავშვი ხელახლა ჩაბანეთ და მიაკარით ახალი კოლექტორი.
რა ხდება შარდის შეგროვების შემდეგ?
› შარდის კოლექტორს თავი გადაუკეცეთ და დააფიქსირეთ;
› აღებული მასალა დროულად მიიტანეთ ლაბორატორიაში. ლაბორატორიაში მიტანამდე შეინახეთ გრილ ადგილას ან მაცივარში (2 – 8C).
გასათვალისწინებელია:
› მცირეწლოვან ბავშვებში შარდის ანალიზისთვის გამოიყენება ჩვილი ბავშვის ერთჯერადი კოლექტორით აღებული შარდის სინჯები, თუმცა კოლექტორით შეგროვებული შარდის მიკროორგანიზმებით დაბინძურების რისკი მაღალია, ამიტომ ყოველთვის გასათვალისწინებელია კვლევის მიზანი (რამდენად აუცილებელია სტერილური მასალა);
› უარყოფითი შედეგი გამოსადეგია საშარდე გზების ინფექციის გამოსარიცხად;
› დადებითი სინჯები უნდა დადასტურდეს ერთჯერადი კათეტერით ან ბოქვენზედა პუნქციით აღებული შარდის გამოკვლევით.