შარდი (24 საათიანი, შემჟავებული, გაყინული)

ლაბორატორიული სახარჯი მასალა:

  • 1 სატრანსპორტო მაცივარი
  • 1 შარდის ამოსაღები ყვითელთავიანი კონტეინერი
  • 2 სატრანსპორტო კონტეინერი
  • 1 პოლიეთილენის თეფში
  • 24 სთ შარდის შესაგროვებელი სპეციალური კონტეინერი
  • დანამატი შესამჟავებლად -10% (მოარიდეთ ბავშვებს, დაიცავით კანი და ლორწოვანი გარსი)

შარდის შეგროვების წესი

  • მოათავსეთ სატრანსპორტო მაცივარი მაცივრის საყინულეში ჰორიზონტალურ მდგომარეობაში;
  • დაიწყეთ შარდის შეგროვება მაგ. დილის 7 სთ-ზე. პირველი ულუფა გადაღვარეთ. ჩაინიშნეთ დრო.
  • შემდეგი ყველა ულუფა, მეორე დღის დილის 7 საათიანი ულუფის ჩათვლით, შეაგროვეთ სპეციალურ კონტეინერში. შეგროვების პროცესში ჭურჭელი შეინახეთ მაცივარში (2-8°C)
  • სპეციალურ კონტეინერში შარდის პირველი ულუფის ჩასხმამდე, ჩაასხით დანამატი 10 მლ.
  • შარდის შეგროვების დამთავრების შემდეგ, აუცილებლად ჩაინიშნეთ 24 სთ-ში გამოყოფილი შარდის საერთო რაოდენობა!
  • ლაბორატორიაში მოსატანად შარდის კონტეინერი გამოიღეთ მაცივრიდან, შეანჯღრიეთ, სპეციალური ყვითელთავიანი კონტეინერით ამოიღეთ 10-10 მლ შარდი, ჩაასხით 2 სატრანსპორტო კონტეინერში (თითოში 10 მლ); კონტეინერებს მჭიდროდ დაახურეთ სახურავები.
  • თუ მასალა ლაბორატორიაში მოგაქვთ დაუყოვნებლივ, მაშინ მოათავსეთ შარდით სავსე 2 კონტეინერი წინასწარ გაყინულ სატრანსპორტო მაცივარში. სატრანსპორტო მაცივარი და მიიტანეთ ლაბორატორიაში;
  • თუ მასალა ლაბორატორიაში მოგაქვთ ნახევარ საათზე მეტი ხნის დაყოვნებით, დადეთ შარდით სავსე 2 კონტეინერი პოლიეთილენის თეფშზე და მოათავსეთ საყინულეში. უშუალოდ ლაბორატორიაში მასალის წაღების წინ მოათავსეთ გაყინული შარდით სავსე 2 კონტეინერი სატრანსპორტო მაცივარში და მოიტანეთ ლაბორატორიაში.

 

შენიშვნა

  • შარდის შეგროვების პერიოდში პაციენტმა უნდა მიიღოს დაახლოებით 1,5-2 მლ სითხე
  • იმ შემთხვევაში, თუ 24 სთ-ში გამოყოფილი შარდის რაოდენობა აღემატება 1 ლიტრს, ემატება შესამჟავებელი დანამატი ყოველ 1 ლიტრ შარდზე -10 მლ.

 

დაჯავშნე რიგი
ლაბორატორიაში