შარდი (ჩვილ ბავშვებში)

ლაბორატორიული სახარჯი მასალა: ჩვილის ბავშვის კოლექტორი

შარდის შეგროევბის წესი:

  • შარდის შეგროვებამდე ბავშვი უნდა ჩაიბანოს უსაპნოდ თბილი წყლით, შემშრალდეს.
  • პოლიეთილენის პაკეტის მთლიანობა დაარღვიეთ კიდეებში მითითებული – U – ნაჭდევის საშუალებით და ამოიღეთ კოლექტორი. კოლექტორს  მოაცილეთ საწებარი თეთრი ქაღალდი და ისე მიამაგრეთ ბავშვს, რომ შარდსაწვეთი მოხვდეს ამოღებული ნაჭდევის შუაში
    • ბიჭის შემთხვევაში ასო მოთავსდეს ამოღებულ ნაჭდევში. კოლექტორის ბოლოს არსებული სამკუთხედი უნდა იყოს მიმართული ქვევით. ბოლოს შემოაცვით პამპერსი.
    • გოგონას შემთხვევაში გარეთა სასირცხო ბაგეებზე ისე მიემაგროს, რომ შარდსაწვეთის ბოლო ამოღებული ნაჭდევის შუაში მოხვდეს. კოლექტორის ბოლოს არსებული სამკუთხედი უნდა იყოს მიმართული ქვევით. ბოლოს შემოაცვით პამპერსი.
  • კოლექტორი 1 საათზე მეტხანს არ უნდა იყოს მიმაგრებული.
  • შარდის მიტანა ლაბორატორიაში ხდება კოლექტორით (კოლექტორს თავი გადაუკეცეთ) შარდის აღებიდან 1 საათის განმავლობაში. შარდის მინიმალური რაოდენობა, რომელშიც შეიძლება ანალიზის შესრულება არის 10 მლ

 

დაჯავშნე რიგი
ლაბორატორიაში