Pediatric Radiology OMI Satellite symposium
11 სექტემბერი, 2024
19-20 სექტემბერს მრჩეველმა უმასპინძლა ღია სამედიცინო ინსტიტუტის (OMI) სატელიტ სიმპოზიუმს პედიატრიულ რადიოლოგიაში, რომელიც ჩატარდა საქართველოს ულტრაბგერის ასოციაციის (GAU) და საქართველოს კარდიოვასკულური და ინტერვენციული რადიოლოგიის ასოციაციის (GACIR) თანამშრომლობით.
პედიატრიული რადიოლოგიის სიახლეების შესახებ ისაუბრა დარგის ექსპერტმა პროფესორმა ერიხ სორანტინმა. (გრაცის სამედიცინო უნივერსიტეტი (ავსტრია), პედიატრიული რადიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი)
სიმპოზიუმში მონაწილეობდნენ და მოხსენებებით წარდგნენ დარგის სპეციალისტები საქართველოდან: მალხაზ მიზანდარი, მარიამ ქუთათელაძე, ნიკოლოზ საინიშვილი, თამთა აზრუმელაშვილი, სოფო მიქიაშვილი, ლაშა კოჩიევი, მანანა მეზვრიშვილი, ნინო თორია, ანა ჩეკურიშვილი, ირაკლი მეძმარიაშვილი, ელენე გოცირიძე (,,მრჩეველი"), ლელა ინაიშვილი (,,მრჩეველი").
გაიმართა ვორქშოფები, განიხილეს საინტერესო შემთხვევები.
ორდღიანი სიმპოზიუმის დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.