ხარისხის კონტროლი
ლაბორატორია “მრჩეველში” ანალიზების ხარისხის კონტროლის სისტემა ყველა დაინტერესებული პირისთვის გამჭვირვალე და ხელმისაწვდომია. სურვილის შემთხვევაში , მობრძანდით ჩვენთან და მიიღეთ სრული ინფორმაცია ანალიზის ჩატარების ყველა სტანდარტულ საფეხურზე – შეკვეთიდან პასუხის გაცემამდე
ლაბორატორიაში მოქმედებს ხარისხის შიდა და გარე კონტროლის საერთაშორისოდ აღიარებული სისტემა, იმ სტანდარტებით, რომლებითაც ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპულ ჯგუფში გაერთიანებული დასავლეთ- და აღმოსავლეთევროპული ლაბორატორიები ხელმძღვანელობენ.
ხარისხის გარე კონტროლს რეგულარულად ახორციელებს სამედიცინო ლაბორატორიების ხარიხის კონტროლის დაცვის საზოგადოება (INSTAND e.V. Gesellschaft zur Foerderung der Qualitaetssicherund in medizinischen Laboratorien e.V., Deutschland. http://www.instandev.de/ringversuche)
ხარისხის შიდა კონტროლი ხდება სტანდარტული საკონტროლო მასალითა და ანალიზატორების ინსტრუქციაში მითითებული სიხშირით. ევროპული ლაბორატორიების გამოცდილების გათვალისწინებით, ლაბორატორია “მრჩეველს” აქვს შიდა სტანდარტიც, რომლითაც გახშირებულია შიდა კონტროლი: საკონტროლო მასალა უზრუნველყოფს ლაბორატორიული აპარატის სიზუსტეს. თანხვედრაზე კი მოწმდება ყველა პაციენტის სინჯი, რომლის მაჩვენებელიც პათოლოგიურია
ადგილობრივი ლაბორატორიის სერტიფიკატები:
• ISO 9001 – ხარისხის მართვის დამადასტურებელი სერთიფიკატი ორგანიზაციის მენეჯმენტის კუთხით
•ISO 15189 – სამედიცინო ლაბორატორიის ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატი