განვითარების სკრინინგ ტესტი
ბავშვის განვითარების შეფასება მხოლოდ პრობლემის ძებნა არ არის – ეს არის შესაძლებლობა, დროულად დავინახოთ მისი ძლიერი მხარეები, საჭიროებები და ხელი შევუწყოთ მათ განვითარებას.
მრჩეველის პედიატრიულ და ფსიქოლოგიურ სამსახურში შესაძლებელია 1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვის განვითარების შეფასება ET 6-6-R სკრინინგ ტესტით. ეს არის გერმანული სტანდარტიზებული ტესტი, რომელიც ადაპტირებულია ქართული პოპულაციისთვის და აფასებს ბავშვის განვითარების ძირითად მიმართულებებს, მათ შორის:
- ნატიფ მოტორულ უნარებს (ხელისა და მაჯის მოძრაობები)
- უხეშ მოტორულ უნარებს (სხეულის მოძრაობები)
- კოგნიტიურ უნარებს (დასწავლა და შემეცნება)
- სოციალურ-ემოციურ უნარებს
- ასაკის შესაბამის ენისა და მეტყველების განვითარებას.
შეფასების შედეგებთან ერთად მიიღებთ ინდივიდუალურ რეკომენდაციებსა და რჩევებს განმავითარებელი თამაშებისა და სათამაშოების შესახებ, რაც ბავშვის შესაძლებლობებისა და განვითარების მხარდაჭერაში დაგეხმარებათ.
დაჯავშნე ვიზიტისამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
მისამართი: დანიელ ჭონქაძის 29ა / მთაწმინდის შესახვევი 7ა (შესასვლელი ჭონქაძის ქუჩიდან)
ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით: 032 222 03 30 / 032 299 66 92;