ანა მიქაბერიძე

ენდოკრინოლოგი

ანა მიქაბერიძე, ენდოკრინოლოგი. მისი პროფესიული საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ენდოკრინული და მეტაბოლური დაავადებების დიაგნოსტიკა და მართვა, ასევე კვებითი შეფასება და ნუტრიციული მხარდაჭერა. სამედიცინო ცენტრ „მრჩეველს“ 2025 წელს შეუერთდა. კლინიკურ პრაქტიკასთან ერთად ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას და აქტიურად მონაწილეობს პროფესიულ განვითარებაში.

მისი კლინიკური ინტერესებია სიმსუქნისა და ჭარბი წონის მართვა, მათ შორის თანამედროვე ინკრეტინული მედიკამენტების გამოყენებით, შაქრიანი დიაბეტი და ინსულინრეზისტენტობა, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, ჰიპერლიპიდემია, პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი (PCOS), ასევე ბარიატრიული ქირურგიის მქონე პაციენტების ენდოკრინოლოგიური და მეტაბოლური მართვა ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სადაც შემდგომ გაიარა რეზიდენტურა ენდოკრინოლოგიაში. წარმატებით ჩააბარა ამერიკის სამედიცინო სალიცენზიო გამოცდის (USMLE) პირველი და მეორე საფეხურები 2021 და 2022 წლებში.

2023-2025 წლებში მუშაობდა American Hospital Tbilisi-ში, სადაც შეიძინა გამოცდილება რთული ენდოკრინული პათოლოგიების მართვაში, მათ შორის თირკმელზედა ჯირკვლისა და ჰიპოფიზის დაავადებების, თიროიდექტომიის შემდგომი მართვის, გართულებული შემთხვევების ინსულინოთერაპიისა და სპეციფიკური ენდოკრინოლოგიური დიაგნოსტიკური ტესტების ჩატარების მიმართულებით.

ანა მიქაბერიძე არის მოწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტსა და ევროპის უნივერსიტეტში.

2024 წელს კლინიკური შემთხვევა წარადგინა European Society of Endocrinology (ESE) და European Young Endocrine Scientists (EYES)-ის კონფერენციაზე ფინეთში. 2025 წელს მონაწილეობდა European Association for the Study of Diabetes (EASD)-ის ყოველწლიურ შეხვედრასა და European Society for Clinical Nutrition and Metabolism (ESPEN)-ის საერთაშორისო კონგრესში. ამავე წელს University of Oxford-ში გამართულ International Bariatric Club-ის მე-6 მსოფლიო კონგრესზე იყო მომხსენებელი და პანელის თანათავმჯდომარე.

არის საქართველოს პარენტერული და ენტერალური კვების საზოგადოების (GSPEN) თანადამფუძნებელი. ასევე არის European Society of Endocrinology (ESE), European Society for Clinical Nutrition and Metabolism (ESPEN) და American Association of Clinical Endocrinology (AACE)-ის წევრი. არის საქართველოს ნუტრიციოლოგიის აკადემიის წევრი და National Academy of Sports Medicine (NASM)-ის სერტიფიცირებული კვების მწვრთნელი (Nutrition Coach).

ჩაეწერე ექიმთან

დაჯავშნე რიგი
ლაბორატორიაში