“მრჩეველის” ყაზბეგის ფილიალში მეან-გინეკოლოგ გვანცა სიდამონიძესთან პაციენტების მიღება განახლდა.
ექიმის კლინიკური ინტერესები და მიმართულებები მოიცავს:
- გინეკოლოგიური დაავადებების სრული დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პროფილაქტიკა;
- სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მართვა;
- ჰორმონალური დისბალანსისა და მენსტრუალური ციკლის დარღვევების მკურნალობა;
- საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების სკრინინგი და მართვა;
- კონტრაცეფციის ინდივიდუალური შერჩევა, უშვილობის მკურნალობა, ორსულობის დაგეგმვა და მეთვალყურეობა.
გვანცა სიდამონიძემ პროფესიული მომზადება გერმანიაში, ბერლინის შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკასა და მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში გაიარა, კლინიკური პრაქტიკა კი ვაილჰაიმის კლინიკაში.
მისამართი: თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზ. N9
ჩაეწერე ექიმთან