გვანცა სიდამონიძე

გინეკოლოგი

გვანცა სიდამონიძე არის მეან-გინეკოლოგი. სამედიცინო ცენტრ „მრჩეველს“ 2017 წელს შეუერთდა.

მისი კლინიკური საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია გინეკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პროფილაქტიკა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მართვა, ჰორმონალური დისბალანსისა და მენსტრუალური ციკლის დარღვევების მკურნალობა, საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების სკრინინგი და მართვა, კონტრაცეფციის ინდივიდუალური შერჩევა, უშვილობის მკურნალობა, ორსულობის დაგეგმვა და მეთვალყურეობა.

2016 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ხოლო 2017–2021 წლებში გაიარა რეზიდენტურა მეანობა-გინეკოლოგიის მიმართულებით. სამედიცინო განათლება გაიღრმავა გერმანიაში, ბერლინის შარიტეს უნივერსიტეტის (2014) და მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის (2015) მედიცინის ფაკულტეტებზე. კლინიკური პრაქტიკა გაიარა ვაილჰაიმის კლინიკაში, გინეკოლოგიისა და გადაუდებელი მედიცინის მიმართულებით.

პროფესიული განვითარების ფარგლებში მონაწილეობა მიიღო მეანობა-გინეკოლოგიისა და რეპროდუქციული მედიცინის საერთაშორისო კონგრესებსა და სასწავლო პროგრამებში, მათ შორის ASCO-ს მულტიდისციპლინურ კურსში, რომელიც გინეკოლოგიური ონკოლოგიური დაავადებების მართვას ეხებოდა. ასევე გაიარა კარლ შტორცის საერთაშორისო სასწავლო ცენტრის კურსი ურგენტული გინეკოლოგიის თანამედროვე მიდგომების შესახებ.

ჩაეწერე ექიმთან

მშობლის / მეურვის მონაცემები

მოზარდის (მონაწილის) მონაცემები

არის თუ არა მონაწილე ნამყოფი „მრჩეველში“ პედიატრთან კონსულტაციაზე?
დაჯავშნე რიგი
ლაბორატორიაში