განვითარების სკრინინგ ტესტი

ბავშვის განვითარების შეფასება მხოლოდ პრობლემის ძებნა არ არის – ეს არის შესაძლებლობა, დროულად დავინახოთ მისი ძლიერი მხარეები, საჭიროებები და ხელი შევუწყოთ მათ განვითარებას.

მრჩეველის პედიატრიულ და ფსიქოლოგიურ სამსახურში შესაძლებელია 1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვის განვითარების შეფასება ET 6-6-R სკრინინგ ტესტით. ეს არის გერმანული სტანდარტიზებული ტესტი, რომელიც ადაპტირებულია ქართული პოპულაციისთვის და აფასებს ბავშვის განვითარების ძირითად მიმართულებებს, მათ შორის:

  • ნატიფ მოტორულ უნარებს (ხელისა და მაჯის მოძრაობები)
  • უხეშ მოტორულ უნარებს (სხეულის მოძრაობები)
  • კოგნიტიურ უნარებს (დასწავლა და შემეცნება)
  • სოციალურ-ემოციურ უნარებს
  • ასაკის შესაბამის ენისა და მეტყველების განვითარებას.

შეფასების შედეგებთან ერთად მიიღებთ ინდივიდუალურ რეკომენდაციებსა და რჩევებს განმავითარებელი თამაშებისა და სათამაშოების შესახებ, რაც ბავშვის შესაძლებლობებისა და განვითარების მხარდაჭერაში დაგეხმარებათ.

დაჯავშნე ვიზიტი
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
მისამართი: დანიელ ჭონქაძის 29ა / მთაწმინდის შესახვევი 7ა (შესასვლელი ჭონქაძის ქუჩიდან)
ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით: 032 222 03 30 / 032 299 66 92; 
დაჯავშნე რიგი
ლაბორატორიაში