ხარისხის კონტროლი
ლაბორატორია “მრჩეველში” ანალიზების ხარისხის კონტროლის სისტემა ყველა დაინტერესებული პირისთვის გამჭვირვალე და ხელმისაწვდომია.
სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ პაციენტს შეუძლია, მოვიდეს ჩვენს ლაბორატორიაში და მიიღოს სრული ინფორმაცია ანალიზის ჩატარების ყველა სტანდარტულ საფეხურზე – შეკვეთიდან პასუხის გაცემამდე.
ლაბორატორიაში მოქმედებს ხარისხის შიდა და გარე კონტროლის საერთაშორისოდ აღიარებული სისტემა. სწორედ ამ სტანდარტებით ხელმძღვანელობენ ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპულ ჯგუფში გაერთიანებული დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპული ლაბორატორიები.
ხარისხის გარე კონტროლს რეგულარულად ახორციელებს სამედიცინო ლაბორატორიების ხარიხის კონტროლის დაცვის საზოგადოება (INSTAND e.V. Gesellschaft zur Foerderung der Qualitaetssicherund in medizinischen Laboratorien e.V., Deutschland. http://www.instandev.de/ringversuche)
ხარისხის შიდა კონტროლი მიმდინარეობს სტანდარტული საკონტროლო მასალით იმ სიხშირით, რომელიც მითითებულია ანალიზატორების ინსტრუქციაში. ევროპული ლაბორატორიების გამოცდილების გათვალისწინებით, ლაბორატორია “მრჩეველს” აქვს შიდა სტანდარტიც, რომლითაც იზრდება შიდა კონტროლის სიხშირე: საკონტროლო მასალა უზრუნველყოფს ლაბორატორიული აპარატის სიზუსტეს. თანხვედრაზე კი მოწმდება ყველა პაციენტის სინჯი, რომლის მაჩვენებელიც პათოლოგიურია.
ადგილობრივი ლაბორატორიის სერტიფიკატები:
- ISO 9001 – ხარისხის მართვის დამადასტურებელი სერთიფიკატი ორგანიზაციის მენეჯმენტის კუთხით
- ISO 15189 – სამედიცინო ლაბორატორიის ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატი