სიახლე მრჩეველში: ულტრაბგერითი კვლევა ბინაზე

თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის ან დროის სიმცირის გამო კლინიკაში ვიზიტს ვერ ახერხებთ, სამედიცინო ცენტრი „მრჩეველი“ გთავაზობთ  ულტრაბგერით კვლევას ბინაზე.

გამოკვლევა ტარდება თანამედროვე, მაღალი კლასის ნახევრად პორტატული ულტრაბგერითი სისტემით Esaote MyLab Omega, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი გარჩევადობის გამოსახულებასა და სანდო დიაგნოსტიკურ შესაძლებლობებს. აპარატი გამოირჩევა მობილურობით, თანამედროვე ტექნოლოგიური მახასიათებლებითა და მრავალპროფილური გამოყენების შესაძლებლობით, რაც სხვადასხვა ორგანოსა და სისტემის მაღალი ხარისხით შეფასების საშუალებას იძლევა.

ბინაზე გამოძახებით შესაძლებელია შემდეგი ულტრაბგერითი კვლევების ჩატარება:
▪︎ მუცლის ღრუს ორგანოები (ჰეპატობილიარული და საშარდე სისტემები)
▪︎ მცირე მენჯის ორგანოები
▪︎ ფარისებრი ჯირკვალი
▪︎ ლიმფური კვანძები
▪︎ პლევრისა და პერიტონეუმის ღრუში სითხის შეფასება
კვლევას ატარებენ რადიოლოგები: სალომე ჩალაძე და ხატია სულაშვილი
თითოეული გამოკვლევის შედეგი დამატებით შეფასდება რადიოლოგ ელენე გოცირიძის მიერ, რაც კვლევის მაღალ პროფესიულ სტანდარტსა და ხარისხის დამატებით კონტროლს უზრუნველყოფს.

 

კვლევები / ღირებულება
დაჯავშნე რიგი
ლაბორატორიაში