ინფორმაცია პაციენტებისთვის
თქვენი ექიმი გეგმავს კვლევას, რომლისთვისაც აცილებელია განავლის შეგროვება. გთხოვთ, გაეცნოთ განავლის ნიმუშის შეგროვების წესს.

როგორ შევაგროვოთ განავალი?
› სატრანსპორტო მაცივარი, მასალის ლაბორატორიაში ტრანსპორტირებამდე, შეინახეთ მაცივრის საყინულეში;
› დაიტანეთ სატრანსპორტო კონტეინერებზე პაციენტის პირადი მონაცემები;
› გახსენით განავლის შესაგროვებელი ქაღალდი ნახატზე მითითებული ისრების მიმართულებით;
› მოათავსეთ ქაღალდი უნიტაზის უკანა ნაწილზე, როგორც ნახატზეა მითითებული. შეეცადეთ ქაღალდი არ დასველდეს;
› მოხსენით სახურავი ყავისფერთავიან კონტეინერს. მასში მოთავსებული კოვზით, განავლის 6 სხვადასხვა ადგილიდან შეაგროვეთ მასალა და გადაანაწილეთ ორ სატრანსპორტო კონტეინერში. კონტეინერებს მჭიდროდ დააფარეთ სახურავები და მოათავსეთ საყინულეში.
› მასალის შეგროვების შემდეგ, მოხსენით ქაღალდი უნიტაზის კიდეებიდან და ჩააგდეთ შიგნით. დაელოდეთ რამდენიმე წამი, რომ ქაღალდმა წყალი შეიწოვოს, შემდეგ ჩარეცხეთ;
› ლაბორატორიაში ტრანსპორტირებისთვის, 2 გაყინული კონტეინერი მოათავსეთ წინასწარ გაყინულ სატრანსპორტო მაცივარში.