რეგისტრატორი

გამოქვეყნების თარიღი
19 მაისი, 2026
დასრულების თარიღი

სამედიცინო ცენტრი “მრჩეველი – ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი” აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში პოზიციაზე რეგისტრატორი სამედიცინო განათლებით.

საკვალიფიკაციო ოთხოვნები:

  • აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

ფუნქცია-ოვალეობები:

  • მომსახურების სტანდარტების შესაბამისად, პაციენტების მიღება-რეგისტრაცია;
  • კვლევის შედეგების ინტერპრეტაცია;
  • პაციენტთან დაკავშირებულ საკითხებზე სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა;
  • გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასურის მიღება ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლიანი;
  • კომუნიკაბელური;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
  • სხარტი აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებული;
  • პასუხისმგებლიანი;
  • ენერგიული.

რას გთავაზობთ:

  • პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • ლაბორატორიულ კვლევებზე ფასდაკლებას თანამშრომლისათვის და მისი ოჯახის წევრებისთვის როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი ან გადმოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@mrcheveli.com გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

რეზიუმეს გაზიარებით, აპლიკანტი თანხმობას აცხადებს სამედიცინო ცენტრ“ მრჩეველის“ (ს/კ: 204954497) მიერ მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. პერსონალური მონაცემების დამუშავება  განხორციელდება სამედიცინო ცენტრ „მრჩეველის“ მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადისა; კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა სამედიცინო ცენტრს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: hr@mrcheveli.com

აპლიკაციის გაგზავნა

დაჯავშნე რიგი
ლაბორატორიაში