საკადრო პოლიტიკა

“მრჩეველში” დასაქმებულია 200 – ზე მეტი თანამშრომელი. კომპანიაში მოქმედებს ჰორიზონტალური ორგანიზაციული სტრუქტურა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ბიუროკრატიულ პროცესებს და თითოეული თანამშრომლისათვის ამარტივებს სამუშაოს შესრულების შესაძლებლობებს. 

თითოეული თანამშრომლის მიზანია, შეუქმნას კოლეგებს კომფორტული სამუშაო გარემო და საკუთარი კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში ხელი შეუწყოს როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვა თანამშრომლების მოტივაციის ზრდას. 

მრჩეველი შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისგან: 

  • პრეანალიტიკური სამსახური
  • ადგილობრივი ლაბორატორია
  • მორფოლოგიური სამსახური
  • რადიოლოგიური სამსახური
  • თერაპიული სამსახური
  • პედიატრიული და ფსიქოლოგიური სამსახური
  • საინფორმაციო სამსახური
  • ფინანსური სამსახური
  • მარკეტინგი
  • ადმინისტრაცია 
  • ადამიანური რესურსებისა და ხარისხის მართვა

ხშირად დასმული კითხვები

როგორია თანამშრომელთა სამსახურში მიღების პროცესი?

ვაკანსიის გამოცხადების შემდეგ, ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გადმოაგზავნოს რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@mrcheveli.com

  • საკვალიფიკაციო და სამუშაო მოთხოვნების შესაბამისად, მოხდება რეზიუმეების გადარჩევა (რეზიუმეების ფილტრაცია);
  • შერჩეულ აპლიკანტებთან გასაუბრება;
  • ტრენინგი – ტესტირება;
  • თანამშრომლად აყვანა;
  • თანამშრომლის ორიენტაცია-ადაპტაცია (ახალი თანამშრომლის სოციალიზაცია, კომპანიის მიზნებსა და ამოცანებში და ქცევის სტანდარტებში გარკვევა)
დაჯავშნე რიგი
ლაბორატორიაში