თამარ ფირცხალაიშვილი

პედიატრი

თამარ ფირცხალაიშვილი „მრჩეველს“ 2012 წელს პედიატრის ასისტენტის პოზიციაზე შემოუერთდა. 2020 წლიდან კი ექიმის სტატუსით აგრძელებს ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვას. ყოველდღიურ პედიატრიულ პრაქტიკასთან ერთად, მის გამოცდილებას საერთაშორისო კლინიკურ გარემოში – ნიდერლანდებში, ავსტრიასა და საფრანგეთში მიღებული ცოდნაც დაემატა.

სამედიცინო საქმიანობის დასაწყისში ამერიკელი კოლეგისგან მიღებული დარიგება: „You should treat the patient, not a disease“, მისი პროფესიული მიდგომის მთავარ პრინციპად იქცა. ცდილობს უმკურნალოს არა მხოლოდ კონკრეტულ სიმპტომს, არამედ იზრუნოს პაციენტზე, როგორც მთლიანობაზე.

მისი საქმიანობა მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მედიცინასა და ბავშვის ინტერესებზეა ორიენტირებული. თამარ ფირცხალაიშვილს მიაჩნია, რომ მკურნალობის წარმატებისთვის ორი კრიტიკული ფაქტორია მნიშვნელოვანი: ბავშვისთვის გასაგები ენა გასინჯვის პროცესში და მშობლისთვის მიწოდებული მკაფიო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციები.

ძირითადი პროფესიული ინტერესები:
  • შარდვისა და კუჭ-ნაწლავის დისფუნქცია (ენურეზი, დღის შეუკავებლობა)
  • ყაბზობა
  • Spina Bifida და ნეიროგენული შარდის ბუშტი
საერთაშორისო კლინიკური გამოცდილება და კვალიფიკაცია:
  • Wilhelmina Children’s Hospital (ნიდერლანდები) – პედიატრიული უროლოგიის დეპარტამენტი
  • University Hospital Graz (ავსტრია) – პედიატრიული პულმონოლოგიისა და იმუნოლოგიის დეპარტამენტი
  • ERA-EDTA Fellowship (Agence de la biomédecine, პარიზი, საფრანგეთი)
ჩაეწერე ექიმთან
დაჯავშნე რიგი
ლაბორატორიაში