ლელა ინაიშვილი, რადიოლოგი. სამედიცინო ცენტრ „მრჩეველის“ გუნდს 2012 წელს შემოუერთდა. კლინიკურ პრაქტიკასთან ერთად, აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო საქმიანობაში.
მისი კლინიკური ინტერესების სფერო მოიცავს ჰეპატობილიარული და საშარდე სისტემების, ფარისებრი ჯირკვლისა და კისრის რეგიონის, სარძევე ჯირკვლების, გინეკოლოგიური ორგანოების, რბილი ქსოვილებისა და ლიმფური კვანძების ულტრაბგერით დიაგნოსტიკას. ასევე სპეციალიზებულია პედიატრიულ ულტრაბგერით კვლევებსა და ელასტოგრაფიაში.
პროფესიული განვითარების მიზნით ლელა ინაიშვილს გავლილი აქვს არაერთი საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსი და ტრენინგი, მათ შორის Thomas Jefferson University-ის ულტრასონოგრაფიის საგანმანათლებლო პროგრამა GEO-JEFF და Open Medical Institute-ის ზალცბურგის სამედიცინო სემინარი Diagnostic Imaging.
რეგულარულად მონაწილეობს European Federation of Societies for Ultrasound in Medicine and Biology-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონგრესში „Euroson“ როგორც მომხსენებელი, ასევე საგანმანათლებლო პროგრამების მონაწილე.
2023 წლიდან არის „საქართველოს უნივერსიტეტის“ ჯანდაცვის მეცნიერებების სკოლის დოქტორანტი და მკვლევარი. მისი სადოქტორო კვლევა შეეხება საქართველოში ქრონიკული B ჰეპატიტის მქონე პაციენტებში ღვიძლის სიხისტეზე დაფუძნებული ფიბროზის ხარისხის შეფასებას და მის კავშირს ვირუსოლოგიურ, კლინიკურ, დემოგრაფიულ და ქცევით ფაქტორებთან.
მისი ავტორობითა და თანაავტორობით გამოქვეყნებულია სამეცნიერო სტატიები საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში. სამეცნიერო აბსტრაქტები და პოსტერები წარდგენილი აქვს სხვადასხვა საერთაშორისო კონგრესზე.
ლელა ინაიშვილი არის European Federation of Societies for Ultrasound in Medicine and Biology-ის, European Society of Radiology-ისა და საქართველოს ჰეპატოლოგთა ასოციაციის წევრი. ასევე საქართველოს ულტრასონოგრაფიის ასოციაციის თანადამფუძნებელი და წევრი.
დაჯავშნე ვიზიტი