ელენე გოცირიძე

რადიოლოგი

ელენე გოცირიძე, რადიოლოგი, „მრჩევლის“ გუნდს 2012 წელს შემოუერთდა. კლინიკურ პრაქტიკასთან ერთად, აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობაში.

ელენე გოცირიძის კლინიკური ინტერესებია პედიატრიული ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, ახალშობილთა მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიის სკრინინგი, ბავშვთა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიების (მათ შორის, პილოროსტენოზისა და გასტროეზოფაგური რეფლუქსის) და თანდაყოლილი უროგენიტალური ანომალიების დიაგნოსტიკა. მოზრდილთა მიმართულებით ატარებს ფარისებრი ჯირკვლისა და კისრის მიდამოს, სარძევე ჯირკვლების, რბილი ქსოვილების, ჰეპატობილიარული და შარდსასქესო სისტემების, ასევე ქალის რეპროდუქციული ორგანოების ულტრაბგერით შეფასებას.

პედიატრიული რადიოლოგიის მიმართულებით პროფესიული მომზადება გაიარა კიოლნისა და გრაცის საუნივერსიტეტო კლინიკებში (Cologne University Hospital, Graz University Hospital). კიოლნის საუნივერსიტეტო კლინიკაში მონაწილეობდა თირკმლისა და შარდსასქესო სისტემის თანდაყოლილი ანომალიების სამეცნიერო-კვლევით პროექტში. გრაცის საუნივერსიტეტო კლინიკაში კი სტაჟირება OMI-ის სასწავლო გრანტის ფარგლებში გაიარა, რომელიც „საუკეთესო კლინიკური შემთხვევის“ ნომინაციაში გამარჯვებით მოიპოვა.

ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის მიმართულებით კვალიფიკაცია აიმაღლა ტომას ჯეფერსონის უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრში (Jefferson Ultrasound Research and Education Institute), ხოლო ზოგადი რადიოლოგიის მიმართულებით სტაჟირება გაიარა კორინთის დიაგნოსტიკურ რადიოლოგიურ ცენტრში (Corinthian Diagnostic Radiology Center). ახალშობილთა მენჯ-ბარძაყის სახსრის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის მიმართულებით გავლილი აქვს საავტორო კურსი უშუალოდ მეთოდის შემქმნელის, პროფესორ რეინჰარდ გრაფის ხელმძღვანელობით.

ელენე გოცირიძე არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიის დეპარტამენტის მოწვეული ლექტორი და დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამების მომხსენებელი. 2023 წლიდან ამავე უნივერსიტეტის მედიცინის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტია. მისი სადოქტორო კვლევა ეხება კარის ვენის ავთვისებიანი თრომბის გამოსახულებით მართვად პერკუტანულ ტრანსჰეპატურ რეკანალიზაციას – ენდოპორტალური რადიოსიხშირული აბლაციისა და სტენტის იმპლანტაციის გამოყენებით.

არჩეულია European Federation of Societies for Ultrasound in Medicine and Biology (EFSUMB)-ის განათლებისა და პროფესიული სტანდარტების კომიტეტის წევრად 2025–2027 წლებში. ასევე არის საქართველოს ულტრაბგერითი ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. მონაწილეობს საერთაშორისო კონგრესებში, მათ შორის European Congress of Radiology-სა და EUROSON Congress-ში, როგორც მოწვეული მომხსენებელი და ფაკულტეტის წევრი. არის European Congress of Radiology-ის ფაკულტეტის წევრი (2025-2026).

ელენე გოცირიძე არის საერთაშორისო პროფესიული საზოგადოებების წევრი, მათ შორის: European Society of Pediatric Radiology, International Society of Radiology, European Society for Pediatric Nephrology, European Association for the Study of the Liver და European Renal Association.

დაჯავშნე ვიზიტი
დაჯავშნე რიგი
ლაბორატორიაში