ლაბორატორიული სახარჯი მასალა: ჩვილის ბავშვის კოლექტორი
შარდის შეგროევბის წესი:
- შარდის შეგროვებამდე ბავშვი უნდა ჩაიბანოს უსაპნოდ თბილი წყლით, შემშრალდეს.
- პოლიეთილენის პაკეტის მთლიანობა დაარღვიეთ კიდეებში მითითებული – U – ნაჭდევის საშუალებით და ამოიღეთ კოლექტორი. კოლექტორს მოაცილეთ საწებარი თეთრი ქაღალდი და ისე მიამაგრეთ ბავშვს, რომ შარდსაწვეთი მოხვდეს ამოღებული ნაჭდევის შუაში
- ბიჭის შემთხვევაში ასო მოთავსდეს ამოღებულ ნაჭდევში. კოლექტორის ბოლოს არსებული სამკუთხედი უნდა იყოს მიმართული ქვევით. ბოლოს შემოაცვით პამპერსი.
- გოგონას შემთხვევაში გარეთა სასირცხო ბაგეებზე ისე მიემაგროს, რომ შარდსაწვეთის ბოლო ამოღებული ნაჭდევის შუაში მოხვდეს. კოლექტორის ბოლოს არსებული სამკუთხედი უნდა იყოს მიმართული ქვევით. ბოლოს შემოაცვით პამპერსი.
- კოლექტორი 1 საათზე მეტხანს არ უნდა იყოს მიმაგრებული.
- შარდის მიტანა ლაბორატორიაში ხდება კოლექტორით (კოლექტორს თავი გადაუკეცეთ) შარდის აღებიდან 1 საათის განმავლობაში. შარდის მინიმალური რაოდენობა, რომელშიც შეიძლება ანალიზის შესრულება არის 10 მლ
