24-საათიანი შარდი, შემჟავებული, გაყინული

ინფორმაცია პაციენტებისთვის

თქვენი ექიმი ხშირად ნიშნავს ლაბორატორიულ კვლევას, რომლისთვისაც საჭიროა შარდის შეგროვება 24 საათის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ შარდის სრულად შეგროვდეს 24 საათის განმავლობაში. ასევე მნიშვნელოვანია ზუსტად მიუთითოთ 24-საათიანი შარდის მოცულობა და შეგროვების პერიოდი. ამ ინფორმაციაზეა დამოკიდებული ლაბორატორიული ტესტის სიზუსტე! ამ გზამკვლევში ვეცდებით აგიხსნათ: როგორ შეაგროვოთ შარდი, მონიშნოთ სინჯები და სწორად შეინახოთ გამოკვლევამდე.

როგორ ხდება 24-საათიანი შარდის შეგროვება?
რა უნდა იცოდეთ:

სატრასპორტო მაცივარი მოათავსეთ მაცივრის საყინულეში;

შარდის შეგროვების პერიოდში, მთელი დღის განმავლობაში უნდა დალიოთ დაახლოებით 1,5 – 2 ლიტრი სითხე;

შარდის შეგროვებამდე ორი დღით ადრე და შეგროვების პერიოდში არ მიიღოთ შემდეგი საკვები პროდუქტები: ციტრუსები, ბადრიჯანი, ავოკადო, ნესვი,
ქლიავი, თხილი და ბანანი. ასევე უნდა მოერიდოთ ყავას, შავ ჩაის, ალკოჰოლსა და ნიკოტინს;

თქვენს მკურნალ ექიმთან შეათანხმეთ, რომელი მედიკამენტების მიღებაა ნებადართული შეგროვების დაწყებამდე და შეგროვების პერიოდში.

როგორ აგროვებთ შარდს:

› შარდი გროვდება 24 საათის განმავლობაში, მაგალითად:

 პირველ დღეს = დაწყება, 8:00

 მეორე დღეს = დასრულება, 8:00

შარდი შეაგროვეთ სუფთა ჭურჭელში (რეკომენდებულია სპეციალური კონტეინერი, სინათლისგან დაცული, შარდის მოცულობის შესაფასებელი დანაყოფებით);

შეგროვების პერიოდი იწყება დილით, გაღვიძების შემდეგ. შარდის ბუშტი ბოლომდე დაცალეთ (ტუალეტში). ეს შარდი არ გროვდება, მაგრამ ჩაინიშნეთ დრო (მაგ: 8:00); შეგროვების პერიოდის ათვლა აქედან იწყება;

შარდის შესამჟავებლად ჩვენ ვიყენებთ 6 მოლ/ლ-იან მარილმჟავას (HCl).

24-საათიანი შარდის კონტეინერში ჩაასხით 10 მლ მარილმჟავა, შემდეგ დაიწყეთ შარდის შეგროვება. ყოველ 1000 მლ (1 ლ) შარდზე დაამატეთ 10 მლ მარილმჟავა (ჯამში 20-30 მლ);

შარდის ყველა ულუფა შეაგროვეთ 24-საათიანი შარდის კონტეინერში, მეორე დღის დილის შარდის ჩათვლით. შეგროვების პერიოდი ამით მთავრდება. ამიტომ, გთხოვთ, მოინიშნოთ ეს დროც (მაგ: 8:00);

შეგროვების პროცესში შარდი შეინახეთ გრილ ადგილას ან მაცივარში (2-8°C).

ყურადღება: სტაბილიზატორის ხსნარი (მარილმჟავა)კოროზიულია! მოერიდეთ ლორწოვან გარსებთან კონტაქტს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

რა ხდება შეგროვების შემდეგ?
1. შარდის მოცულობის შეფასება

შარდის შესაგროვებელ კონტეინერს აქვს შკალა, რომელზეც შეგიძლიათ შარდის მოცულობის წაკითხვა. გთხოვთ, ჩაინიშნეთ 24-საათიანი შარდის მოცულობა, სიზუსტე მნიშვნელოვანია!

2. შეგროვებული შარდი გადაურიეთ

შარდის შესაგროვებელი კონტეინერი ნაზად, მაგრამ გულდასმით გადაურიეთ. თუ ერთზე მეტი შარდის შესაგროვებელი კონტეინერი გამოიყენეთ, მაშინ, ჯერ ყველა კონტეინერის შიგთავსი ერთ დიდ, სუფთა ჭურჭელში გააერთიანეთ და შემდეგ გადაურიეთ.

3. სინჯის აღება

შეგროვებული შარდი ამოიღეთ სპეციალური სინჯარით (მაგ: შარდის მონოვეტი, 10 მლ). შარდის სინჯარას მოხსენით თავსახური და მიამაგრეთ „წვერი“.
შარდის სინჯარა წვერით ჩაყავით შარდის შესაგროვებელ კონტეინერში და შარდით ბოლომდე შეავსეთ 2 შარდის სატრანსპორტო კონტეინერი. კონტეინერებს
მჭიდროდ დაახურეთ თავსახურები.

4. სინჯის იდენტიფიკაცია

კონტეინერებს დააწერეთ პაციენტის სახელი, გვარი და შეინახეთ მაცივრის საყინულეში. ლაბორატიაში მოსატანად ,მოათავსეთ 2 გაყინული შარდის კონტეინერი წინასწარ გაყინულ სატრანსპორტო მაცივარში.

გასათვალისწინებელია:

  • ყველა შარდი უნდა შეგროვდეს გამონაკლისის გარეშე – თუნდაც ნაწლავთა მოქმედების დროს;
  • შარდის შესაგროვებელი კონტეინერი შეინახეთ შეძლებისდაგვარად გრილ ადგილას;
  • თუ შარდის რომელიმე ულუფა გამოტოვებულია შეგროვების პერიოდში, შეგროვება ხელახლა უნდა დაიწყოთ სხვა დროს.

24-საათიანი შარდი, შემჟავებული, გაყინული: შეგროვების წესი PDF

24-Hour Urine, Acidified, Frozen: Collection Instructions PDF

 

დაჯავშნე რიგი
ლაბორატორიაში