შარდი (24 საათიანი, გაყინული)

ლაბორატორიული სახარჯი მასალა

  • 1 სატრანსპორტო მაცივარი
  • 1 შარდის ამოსაღები ყვითელთავიანი კონტეინერი შპრიცით,
  • 2 სატრანსპორტო კონტეინერი
  • 1 პოლიეთილენის თეფში
  • 1 24 სთ შარდის შესაგროვებელი სპეციალური კონტეინერი

 

შარდის შეგროვების წესი

  • მოათავსეთ სატრანსპორტო მაცივარი მაცივრის საყინულეში ჰორიზონტალურ მდგომარეობაში;
  • დაიწყეთ შარდის შეგროვება მაგ. დილის 7 სთ-ზე. პირველი ულუფა გადაღვარეთ. ჩაინიშნეთ დრო
  • იმ დღის შემდეგი ყველა ულუფა, შეაგროვეთ სპეციალურ კონტეინერში ან ერთ შეძლებისდაგვარად სტერილურ ჭურჭელში 2-3 მლ., რომელიც უნდა შეინახოთ თავდახურული, ბნელ და გრილ ადგილას (ზაფხულის პერიოდში მაცივარში – 2-8°C – ზე)
  • დაამატეთ მეორე დღის დილის პირველი შარდი იმავე დროს, როგორც წინა დღეს, მაგ. 7:00სთზე.
  • შეგროვების პროცესში ჭურჭელი შეინახეთ მაცივარში (2-8°C) შავ პაკეტში თავდახურული;
  • შარდის შეგროვების დამთავრების შემდეგ აუცილებლად ჩაინიშნეთ 24 სთ-ში გამოყოფილი შარდის საერთო რაოდენობა.!!!
  • ლაბორატორიაში მოსატანად ჭურჭელი გამოიღეთ მაცივრიდან, კარგად შეანჯღრიეთ, სპეციალური შპრიციანი კონტეინერით ამოიღეთ 10-10 მლ შარდი, ჩაასხით 2 სატრანსპორტო კონტეინერში (თითოში 10 მლ); კონტეინერებს მჭიდროდ დაახურეთ სახურავები
  • თუ მასალა ლაბორატორიაში მიგაქვთ დაუყოვნებლივ, მაშინ მოათავსეთ შარდით სავსე 2 კონტეინერი წინასწარ გაყინულ სატრანსპორტო მაცივარში და მიიტანეთ ლაბორატორიაში;
  • თუ მასალა ლაბორატორიაში მიგაქვთ ნახევარ საათზე მეტი დაყოვნებით, მოათავსეთ შარდით სავსე კონტეინერები პოლიეთილენის თეფშზე და შედეთ საყინულეში. უშუალოდ ლაბორატორიაში მასალის წაღების წინ მოათავსეთ გაყინული შარდით სავსე 2 კონტეინერი სატრანსპორტო მაცივარში და მოიტანეთ ლაბორატორიაში.
დაჯავშნე რიგი
ლაბორატორიაში