ინფორმაცია პაციენტებისთვის
თქვენი ექიმი ხშირად ნიშნავს ლაბორატორიულ კვლევას, რომლისთვისაც საჭიროა შარდის შეგროვება 24 საათის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ შარდის სრულად შეგროვდეს 24 საათის განმავლობაში. ასევე მნიშვნელოვანია ზუსტად მიუთითოთ 24-საათიანი შარდის მოცულობა და შეგროვების პერიოდი. ამ ინფორმაციაზეა დამოკიდებული ლაბორატორიული ტესტის სიზუსტე!
ამ გზამკვლევში ვეცდებით აგიხსნათ: როგორ შეაგროვოთ შარდი, მონიშნოთ სინჯები და სწორად შეინახოთ გამოკვლევამდე.

როგორ ხდება 24-საათიანი შარდის შეგროვება?
რა უნდა იცოდეთ:
› შეგროვების პერიოდში, მთელი დღის განმავლობაში უნდა დალიოთ დაახლოებით 1,5 – 2 ლიტრი სითხე;
როგორ აგროვებთ შარდს:
› შარდი გროვდება 24 საათის განმავლობაში, მაგალითად:
→ პირველ დღეს = დაწყება, 8:00
→ მეორე დღეს = დასრულება, 8:00
› შარდი შეაგროვეთ სუფთა ჭურჭელში (რეკომენდებულია სპეციალური კონტეინერი, სინათლისგან დაცული, შარდის მოცულობის შესაფასებელი დანაყოფებით);
› შეგროვების პერიოდი იწყება დილით, გაღვიძების შემდეგ. შარდის ბუშტი ბოლომდე დაცალეთ(ტუალეტში). ეს შარდი არ გროვდება, მაგრამ ჩაინიშნეთ დრო (მაგ: 8:00); შეგროვების პერიოდის ათვლა აქედან იწყება;
› შარდის ყველა შემდეგი ულუფა შეაგროვეთ 24-საათიანი შარდის კონტეინერში, მეორე დღის დილის შარდის ჩათვლით. შეგროვების პერიოდი ამით მთავრდება. ამიტომ, გთხოვთ, მოინიშნოთ ეს დროც (მაგ: 8:00);
› შეგროვების პროცესში შარდი შეინახეთ გრილ ადგილას ან მაცივარში (2-8°C).
რა ხდება შეგროვების შემდეგ?
1. შარდის მოცულობის შეფასება
შარდის შესაგროვებელ კონტეინერს აქვს შკალა, რომელზეც შეგიძლიათ შარდის მოცულობის წაკითხვა. გთხოვთ, ჩაინიშნეთ 24-საათიანი შარდის მოცულობა, სიზუსტე მნიშვნელოვანია!
2. შეგროვებული შარდი გადაურიეთ
შარდის შესაგროვებელი კონტეინერი ნაზად, მაგრამ გულდასმით გადაურიეთ. თუ ერთზე მეტი შარდის შესაგროვებელი კონტეინერი გამოიყენეთ, მაშინ, ჯერ ყველა კონტეინერის შიგთავსი ერთ დიდ, სუფთა ჭურჭელში გააერთიანეთ და შემდეგ გადაურიეთ;
3. სინჯის აღება
შეგროვებული შარდი ამოიღეთ სპეციალური სინჯარით (მაგ: შარდის მონოვეტი, 10 მლ). შარდის სინჯარას მოხსენით თავსახური და მიამაგრეთ „წვერი“. შარდის სინჯარა წვერით ჩაყავით შარდის შესაგროვებელ კონტეინერში და შარდით ბოლომდე შეავსეთ (10 მლ). მოატეხეთ დგუში, მოხსენით წვერი და
მჭიდროდ დაახურეთ თავსახური;

5. სინჯის იდენტიფიკაცია
სინჯარას დააწერეთ თქვენი სახელი, გვარი და ლაბორატორიაში მიტანამდე შეინახეთ გრილ ადგილას ან მაცივარში (2-8°C).
გასათვალისწინებელია:
- ყველა შარდი უნდა შეგროვდეს გამონაკლისის გარეშე – თუნდაც ნაწლავთა მოქმედების დროს;
- შარდის შესაგროვებელი კონტეინერი შეინახეთ შეძლებისდაგვარად გრილ ადგილას;
- თუ შარდის რომელიმე ულუფა გამოტოვებულია შეგროვების პერიოდში, შეგროვება ხელახლა უნდა დაიწყოთ სხვა დროს.
24-საათიანი შარდი, დანამატის გარეშე: შეგროვების წესი PDF
24-Hour Urine, Without Additive: Collection Instructions PDF