ტიპი 1 დიაბეტის აუტოანტისხეულების კვლევა

ორგანიზმის ყველა უჯრედს ნორმალური ფუნქციონირებისათვის სჭირდება შაქარი (გლუკოზა). გლუკოზა უჯრედებში ხვდება სპეციალური ჰორმონის-ინსულინის დახმარებით. თუ არ არის საკმარისი ინსულინი, ან თუ ორგანიზმი არ პასუხობს ინსულინზე ადეკვატურად, მაშინ გლუკოზა რჩება სისხლში, რასაც ჰიპერგლიკემია ეწოდება.

დიაბეტის ორი ძირითადი ტიპი არსებობს:

  • ტიპი 1 დიაბეტის დროს ინსულინი საერთოდ არ გამომუშავდება, ან გამომუშავდება ძალიან მცირე რაოდენობით. ამ დროს ორგანიზმში მიმდინარეობს აუტოიმუნურ პროცესები, რის შედეგადაც ზიანდება ინსულინის წარმომქმნელი პანკრეასის ბეტა უჯრედები.
  • ტიპი 2 დიაბეტის დროს კი ძირითადად პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ უჯრედები ადეკვატურად არ პასუხობენ ინსულინის მოქმედებას.

იმ შემთხვევაში, თუ:

  • ვარაუდია შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ზე
  • გვსურს რისკის შეფასება შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტების პირველი რიგის ნათესავებში

შეგვიძლია გამოვიყენოთ ტესტ-პანელი: ტიპი 1 დიაბეტის აას კვლევა

პანელში შედის შემდეგი კვლევები:

  • Zinc Transporter 8 AAK – ZnT8
  • აას ინსულინის მიმართ (Insulin – Ab)
  • აას კუნძულოვანი უჯრედების ანტიგენ 2-ის მიმართ (IA-2-AB)
  • აას გლუტამატ დეკარბოქსილაზას მიმართ (GAD65 AB)
  • აას კუნძულოვანი უჯრედების მიმართ (Islet cell Ab)

პანელის ღირებულება – 478 ₾ (ჯამური ფასი – 645.30 ₾)

შენიშვნა: ტესტ-პანელი არის რამოდენიმე კვლევის გაერთიანება კონკრეტული მდგომარეობის ან დაავადების დიაგნოსტიკისათვის. მისი ღირებულება ნაკლებია, ვიდრე პანელში შემავალი ცალკე აღებული კვლევების ჯამური ფასი. პანელის საშუალებით ზოგავთ დროს და თანხას, რაც მნიშვნელოვანია სწრაფი დიაგნოზისათვის და შესაბამისად სწრაფი და ეფექტური მკურნალობისთვის.

გამოყენებული ლიტერატურა:
https://www.uptodate.com
https://lv.limbachgruppe.com

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზემოთ მოწოდებული ინფორმაცია არ ცვლის ექიმის კონსულტაციას

დაჯავშნე რიგი
ლაბორატორიაში