ფსიქოლოგის კონსულტაცია
“მრჩეველის” პედიატრიული და ფსიქოლოგიური სამსახური გთავაზობთ ფსიქოლოგთან კონსულტაციას.
კონსულტაციის დროს მშობლებს ეძლევათ შესაძლებლობა, განიხილონ ბავშვის ქცევასთან, განვითარებასთან და სხვადასხვა უნარებთან დაკავშირებული საკითხები. ფსიქოლოგი პასუხობს ყველა კითხვას და მშობელს აძლევს რეკომენდაციებს.
კონსულტაციის თემა შეიძლება იყოს: განმავითარებელი სათამაშოები და თამაშები, ძილი და ქცევა (როგორც ბავშვის, ისე მისი ოჯახის წევრების), ახალ გარემოსთან შეგუება(ბაღი, ოჯახის ახალი წევრი და ა.შ.), ტუალეტის ჩვევების ჩამოყალიბება და სხვა.
ფსიქოლოგის დახმარებით მშობლები იღებენ შესაბამის რეკომენდაციებს, ემოციურ მხარდაჭერასა და პრობლემის გადაჭრის კონკრეტულ გზებს.
ჩაეწერე ფსიქოლოგთან