სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები STI-PCR, დიდი პანელი

ინფორმაცია პაციენტებისთვის

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების STI-PCR კვლევისთვის, ექიმის დანიშნულებისამებრ, გამოიყენება ორიდან ერთ-ერთი მასალა:

ცერვიკალური ნაცხი
დილის პირველი შარდი

ანალიზის სიზუსტე მთლიანად დამოკიდებულია მასალის სწორად შეგროვებაზე. ეს გზამკვლევი დაგეხმარებათ, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვეთ წესებს, რათა სწორად მოამზადოთ, მონიშნოთ და შეინახოთ მასალა გამოკვლევამდე.

მასალა: ცერვიკალური ნაცხი

ლაბორატორიიდან დაგჭირდებათ: კონტენერი, სატრანსპორტო მედიუმი – ENat Transport tube, LMS-Swab Amies.

ნაცხის აღების წესი:

› მასალის აღებამდე ნეიტრალური ჩხირის საშუალებით საშვილოსნოს ყელის ზედაპირიდან ფრთხილად მოაცილეთ ზედმეტი ლორწო (ეს ჩხირი გადააგდეთ);

› მოახდინეთ კონტეინერზე მარკირება წინასწარ;

› ამოიღეთ მასალის ასაღები ჩხირი კონტეინერიდან;

› მოათავსეთ ჩხირი ენდოცერვიქსში და წრიული მოძრაობით აიღეთ ნაცხი;

მოათავსეთ ჩხირი კონტეინერში;

გამოაგზავნეთ კონტეინერი ლაბორატორიაში კვლევისთვის.

გასათვალისწინებელია: ოთახის ტემპერატურაზე (15-30 °C) ნიმუში ვარგისია 2 საათის განმავლობაში. უფრო ხანგრძლივი შენახვისთვის, მოათავსეთ მაცივარში (2–8 °C), მაქსიმუმ 24 საათით

მასალა: დილის პირველი შარდი

ლაბორატორიიდან დაგჭირდებათ: შარდის სტერილური კონტეინერი

შარდის შეგროვების წესი:

შარდის შეგროვებამდე არ უნდა ჩაიტაროთ ჰიგიენური პროცედურა;

მოხადეთ სახურავი შარდის კონტეინერს ისე, რომ არ შეეხოთ ხელით კონტეინერის შიდა ზედაპირს;

შარდის პირველი ულუფა 10-20 მლ მოათავსეთ კონტეინერში;

შარდის შეგროვების შემდეგ კონტეინერს მჭიდროდ დაახურეთ სახურავი;

შარდი უნდა მოიტანოთ ლაბორატორიაში აღებიდან 2 საათის განმავლობაში;

თუ 2 საათის განმავლობაში ვერ ახერხებთ შარდის მოტანას ლაბორატორიაში, შარდის შენახვა შესაძლებელია მაცივარში 2-8°C ტემპერატურაზე, 48 საათის განმავლობაში.

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები STI – PCR, დიდი პანელი: მასალის შეგროვების წესი PDF: 

Sexually Transmitted Infections STI- PCR, Extended Panel: Sample Collection Instructions PDF: 

 

 

დაჯავშნე რიგი
ლაბორატორიაში