ინფორმაცია პაციენტებისთვის
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების STI-PCR კვლევისთვის, ექიმის დანიშნულებისამებრ, გამოიყენება ორიდან ერთ-ერთი მასალა:
› ცერვიკალური ნაცხი
› დილის პირველი შარდი
ანალიზის სიზუსტე მთლიანად დამოკიდებულია მასალის სწორად შეგროვებაზე. ეს გზამკვლევი დაგეხმარებათ, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვეთ წესებს, რათა სწორად მოამზადოთ, მონიშნოთ და შეინახოთ მასალა გამოკვლევამდე.
მასალა: ცერვიკალური ნაცხი
ლაბორატორიიდან დაგჭირდებათ: კონტენერი: სტერილური ჩხირი (მედიუმის გარეშე)

ნაცხის აღების წესი:
› მასალის აღებამდე ნეიტრალური ჩხირის საშუალებით საშვილოსნოს ყელის ზედაპირიდან ფრთხილად მოაცილეთ ზედმეტი ლორწო (ეს ჩხირი გადააგდეთ);
› მოახდინეთ კონტეინერზე მარკირება წინასწარ;
› ამოიღეთ მასალის ასაღები ჩხირი კონტეინერიდან;
› მოათავსეთ ჩხირი ენდოცერვიქსში და წრიული მოძრაობით აიღეთ ნაცხი;
› დააბრუნეთ ჩხირი კონტეინერში;
› გამოაგზავნეთ კონტეინერი ლაბორატორიაში კვლევისთვის.
გასათვალისწინებელია: ოთახის ტემპერატურაზე (15-30 °C) ნიმუში ვარგისია 2 საათის განმავლობაში. უფრო ხანგრძლივი შენახვისთვის, მოათავსეთ მაცივარში (2–8 °C), მაქსიმუმ 24 საათით.
მასალა: დილის პირველი შარდი
ლაბორატორიიდან დაგჭირდებათ: შარდის სტერილური კონტეინერი

შარდის შეგროვების წესი:
› შარდის შეგროვებამდე არ უნდა ჩაიტაროთ ჰიგიენური პროცედურა;
› მოხადეთ სახურავი შარდის კონტეინერს ისე, რომ არ შეეხოთ ხელით კონტეინერის შიდა ზედაპირს;
› შარდის პირველი ულუფა 10-20 მლ მოათავსეთ კონტეინერში;
› შარდის შეგროვების შემდეგ კონტეინერს მჭიდროდ დაახურეთ სახურავი;
› შარდი უნდა მოიტანოთ ლაბორატორიაში აღებიდან 2 საათის განმავლობაში;
› თუ 2 საათის განმავლობაში ვერ ახერხებთ შარდის მოტანას ლაბორატორიაში, შარდის შენახვა შესაძლებელია მაცივარში 2-8°C ტემპერატურაზე, 48 საათის განმავლობაში.
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები STI-PCR: მასალის შეგროვების წესი PDF
Sexually Transmitted Infections STI- PCR: Sample Collection Instructions PDF