ქლამიდიოზის დიაგნოსტიკა ხდება Geno Quick CT (პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქცია PCR ) მეთოდით.
ლაბორატორიული სახარჯი მასალა – სტერილური შარდის კონტეინერი
მასალა – დილის პირველი შარდი!
შარდის შეგროვების წესი (მამაკაცი, ქალი):
მასალის აღებამდე შარდის კონტეინერზე უნდა იყოს მითითებული
- პაციენტის სახელი, გვარი
- დაბადების თარიღი
- შარდის შეგროვების თარიღი, დრო
ინსტრუქცია
- შარდის შეგროვების წინ პაციენტმა არ უნდა ჩაიტაროს ჰიგიენური პროცედურა.
- მოხადეთ სახურავი შარდის კონტეინერს.
- არ შეეხოთ ხელით კონტეინერის შიდა ზედაპირს.
- შეაგროვეთ კონტეინერში დილის პირველი შარდის პირველი ულუფა 10-დან არაუმეტეს 20 მლ.-მდე.
- შარდის შეგროვების დამთავრების შემდეგ კონტეინერს მჭიდროდ დაახურეთ სახურავი.
- შარდი ლაბორატორიაში უნდა მოიტანოთ აღებიდან მაქსიმუმ 1 საათში.
- თუ 1 საათის განმავლობაში ვერ ახერხებთ შარდის მოტანას ლაბორატორიაში, შარდის შენახვა შესაძლებელია მაცივარში 2-8° ტემპერატურაზე, 24 საათის განმავლობაში.
- თუ ტრანსპორტირება გახანგრძლივდება, მასალა უნდა გაიყინოს -20°-ზე.