ჭიის კვერცხები განავალში

ინფორმაცია პაციენტებისთვის

თქვენი ექიმი გეგმავს კვლევას, რომლისთვისაც აცილებელია განავლის შეგროვება. გთხოვთ, გაეცნოთ განავლის ნიმუშის შეგროვების წესს.

როგორ შევაგროვოთ განავალი?

დაიტანეთ კონტეინერზე პაციენტის პირადი მონაცემები;

გახსენით განავლის შესაგროვებელი ქაღალდი ნახატზე მითითებული ისრების მიმართულებით;

მოათავსეთ ქაღალდი უნიტაზის უკანა ნაწილზე, როგორც ნახატზეა მითითებული. შეეცადეთ ქაღალდი არ დასველდეს;

მოხსენით სახურავი ყავისფერთავიან კონტეინერს და მასში მოთავსებული კოვზით შეაგროვეთ 2-3 კოვზი განავალი სხვადასხვა ადგილიდან;

ნიმუში შეაგროვეთ ყოველდღიურად, 3 დღის განმავლობაში, იმავე კონტეინერში.

მასალის შეგროვების შემდეგ, მოხსენით ქაღალდი უნიტაზის კიდეებიდან და ჩააგდეთ შიგნით. დაელოდეთ რამდენიმე წამი, რომ ქაღალდმა წყალი შეიწოვოს, შემდეგ ჩარეცხეთ.

ლაბორატორიაში მოსატანად, მჭიდროდ თავდახურული ყავისფერთავიანი განავლის კონტეინერი მოათავსეთ სატრანსპორტო კონტეინერში.

შენიშვნა: მასალა ვარგისია ხანგრძლივი დროით, განსაკუთრებულ შენახვას არ საჭიროებს!

ჭიის კვერცხები განავალში: მასალის შეგროვების წესი PDF

Ova and Parasites in Stool: Sample Collection Instructions PDF

 

დაჯავშნე რიგი
ლაბორატორიაში