განავალი (გაყინული)

ლაბორატორიული სახარჯი მასალა

  • 1 ყავისფერთავიანი სპეციალური კონტეინერი განავლის შესაგროვებლად;
  • 2 სატრანსპორტო ყვითელთავიანი სინჯარა;
  • 1 სატრანსპორტო მაცივარი

მასალის აღებამდე განავლის კონტეინერზე უნდა იყოს მითითებული

  • პაციენტის სახელი, გვარი
  • დაბადების თარიღი
  • მასალის შეგროვების თარიღი


განავლის შეგროვების წესი

  • სატრანსპორტო მაცივარი სახლში მიტანისთანავე შეინახეთ მაცივრის საყინულეში (ყვითელი სინჯარების გარეშე) ჰორიზონტალურ მდგომარეობაში;
  • განავალი აიღეთ 6 სხვადასხვა ადგილიდან სპეციალური ასაღები კოვზით, რომელიც მოჰყვება ყავისფერთავიან კონტეინერს;
  • აღებული მასალა მოათავსეთ 2 ყვითელთავიან კონტეინერში (თითოეულში 4- 6 კოვზი განავალი);
  • მასალის აღებისთანავე ყვითელთავიან კონტეინერებს მჭიდროდ დაახურეთ სახურავები,მოათავსეთ პოლიეთილენის თეფშზე და შეინახეთ საყინულეში;
  • უშუალოდ ლაბორატორიაში მასალის წამოღების წინ გაყინული განავლის 2 კონტეინერი მოათავსეთ წინასწარ გაყინულ სატრანსპორტო მაცივარში და მოიტანეთ ლაბორატორიაში.
დაჯავშნე რიგი
ლაბორატორიაში