ადამიანის პაპილომავირუსის (HPV DNA – PCR) მაღალი რისკის გენოტიპირება -16, 18/45

ინფორმაცია პაციენტებისთვის

კვლევისთვის გამოიყენება ცერვიკალური ნაცხი.

ანალიზის სიზუსტე მთლიანად დამოკიდებულია მასალის სწორად შეგროვებაზე. ეს გზამკვლევი დაგეხმარებათ, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვეთ წესებს, რათა სწორად მოამზადოთ და შეინახოთ მასალა გამოკვლევამდე.

მასალა: ცერვიკალური ნაცხი

ლაბორატორიიდან დაგჭირდებათ: სატრანსპორტო მედიუმის კონტეინერი ThinPrep® Pap, ფუნჯი.

ნაცხის აღების წესი:

› მასალის აღებამდე ნეიტრალური ჩხირის საშუალებით საშვილოსნოს ყელის ზედაპირიდან ფრთხილად მოაცილეთ ზედმეტი ლორწო (ეს ჩხირი გადააგდეთ).

› კონტეინერზე წინასწარ მოახდინეთ მარკირება;

› მოხსენით სახურავი კონტეინერს;

› მოათავსეთ მასალის ასაღები ფუნჯი ენდოცერვიქსში.

› საათის ისრის მიმართულებით ფუნჯი დაატრიალეთ 5-ჯერ;

› მოათავსეთ ფუნჯი კონტეინერში. 10-ჯერ დააჭირეთ და გაშალეთ ფუნჯი კონტეინერის ფსკერზე, ბოლოს ძლიერად დაატრიელეთ რათა ფუნჯი მასალისგან სრულიად განთავისუფლდეს;

› არ ჩატოვოთ ფუნჯი კონტეინერში;

› მჭიდროდ დაახურეთ კონტეინერს სახურავი;

› მასალა გამოაგზავნეთ ლაბორატორიაში კვლევისთვის;

› მასალა სტაბილურია 2-30 °C

ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს HPV DNA კვლევაზე:

› მენსტრუაცია;

› სქესობრივი კონტაქტი ნიმუშის აღებამდე 2–3 საათით ადრე;

› ანტისეპტიკური ხსნარებისა და ლუბრიკანტების გამოყენება;

› ვაგინალური სანთლების გამოყენება ბოლო 48 საათის განმავლობაში;

› ბოლო 3 თვის განმავლობაში ჩატარებული ცერვიკალური პროცედურა ან ოპერაცია;

› ბოლო 21 დღის განმავლობაში ჩატარებული რადიოთერაპია;

› აღნიშნული ფუნჯი არ გამოიყენება ორსულობის 10 კვირიდან.

ადამიანის პაპილომავირუსის (HPV DNA – PCR) მაღალი რისკის გენოტიპირება – 16, 18/45: მასალის აღების წესი PDF

Human Papillomavirus (HPV DNA – PCR) High-Risk Genotyping – 16, 18/45: Sample Collection Guide PDF

მშობლის / მეურვის მონაცემები

მოზარდის (მონაწილის) მონაცემები

არის თუ არა მონაწილე ნამყოფი „მრჩეველში“ პედიატრთან კონსულტაციაზე?
დაჯავშნე რიგი
ლაბორატორიაში