ლაბორატორიული მედიცინა თანამედროვე ჯანდაცვის მნიშვნელოვანი ნაწილია. ის გადამწყვეტ როლს ასრულებს დაავადებების ადრეულ გამოვლენაში, დიაგნოსტიკაში, მეთვალყურეობაში, მკურნალობის დაგეგმვაში, ქრონიკული მდგომარეობების მართვასა და პროგნოზირებაში.
ლაბორატორიული მედიცინა იძლევა ობიექტურ მონაცემებს, რაც აუცილებელია ზუსტი დიაგნოზის, ეფექტური მკურნალობისა და პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიხედვით, კლინიკური გადაწყვეტილებების 60-70% ეყრდნობა ლაბორატორიული კვლევის შედეგებს!
ლაბორატორია „მრჩეველი“, უკვე 25 წელია, აქტიურად არის ჩართული ლაბორატორიული მედიცინის განვითარებაში და გერმანელ პარტნიორებთან ერთად ნერგავს ხარისხზე, სიზუსტეზე, სიახლეებზე და პაციენტზე ორიენტირებულ სამედიცინო მომსახურებას.
ლაბორატორიული მედიცინის კვირეულის ფარგლებში, მადლობას ვუხდით „მრჩეველის“ თითოეულ თანამშრომელს, რომლის პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და ყოველდღიური შრომა სანდო შედეგებისა და პაციენტზე ზრუნვის საფუძველია.