რა არის ჯანსაღი ჩვევების მრჩეველი?
ჯანსაღი ჩვევების მრჩეველი არის ჭარბი წონის მართვის კურსი, რომელიც “მრჩეველის” მულტიდისციპლინურმა გუნდმა 10-14 წლის მოზარდებისა და მათი ოჯახებისთვის შეიმუშავა. პროგრამა აერთიანებს პედიატრიულ, ფსიქოლოგიურ, ნუტრიციოლოგიურ და ენდოკრინოლოგიურ მიდგომებს, რათა მოზარდებმა ჩამოაყალიბონ ჯანსაღი კვებითი და ქცევით ჩვევები, განივითარონ სწორი დამოკიდებულება კვების მიმართ და შეიძინონ უნარები, რომლებიც ხელს უწყობს ჭარბი წონის მართვას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ემოციურ კეთილდღეობას. კურსის მეთოდოლოგია ეფუძნება კვებისა და ქცევის მართვის OBELDICKS (ობელდიქსის) მოდელს, რომლის მიზანია არა წონის სწრაფი კლება, არამედ ჯანსაღი ქცევების გრძელვადიანი ჩამოყალიბება და შენარჩუნება.
კურსის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან დაბალანსებული კვების პრინციპებსა და „ჯანსაღი თეფშის“ მოდელს, ისწავლიან ფიზიკური და ემოციური შიმშილის ერთმანეთისგან გარჩევას, იმპულსების კონტროლსა და ყურადღების გადატანის სტრატეგიებს, განივითარებენ ჯანსაღ დამოკიდებულებას კვების მიმართ, ჩამოიყალიბებენ ფიზიკური აქტივობისადმი პოზიტიურ დამოკიდებულებას. კურსი შედგება სამი ეტაპისგან.
პროგრამის გზამკვლევი
ეტაპი I
ინდივიდუალური შეფასება და მონაწილეთა შერჩევა
ეტაპი II
ჯანსაღი ჩვევების კურსი (ხანგრძლივობა 6 კვირა)
ეტაპი III
ჯანსაღი ჩვევების მრჩეველი - ბანაკი
ეტაპი I
მოიცავს ინდივიდუალურ შეფასებასა და შერჩევას, სრული ანამნეზის შეკრებას, პედიატრიულ და ფსიქოლოგიურ კონსულტაციას.
ეტაპი II
მეორე ეტაპი მოიცავს 6-კვირიან კურსს (ჯამში 21 შეხვედრა) როგორც მოზარდებისთვის, ისე მათი მშობლებისთვის.
კვების კურსი(6 შეხვედრა):
- ბალანსირებული თეფშის პრინციპი, შუქნიშნის სისტემა;
- საკვების შერჩევა შუქნიშნის სისტემის მიხედვით;
- ულუფების განსაზღვრა;
- საკვების ეტიკეტის კითხვა;
- მარტივი კერძების მომზადება;
ქცევის კურსი (6 შეხვედრა):
- ზედემეტი წონის მიზეზები;
- ენერგიის ბალანსის პრინციპი;
- განსხვავება შიმშილსა და მადას შორის;
- იმპულსების კონტროლი, ყურადღების გადატანის სტრატეგიები;
- თავდაჯერებულობის კიბე;
მშობლების კურსი (6 შეხვედრა):
- სიმსუქნის მიზეზები, შედეგები, მართვის საშუალებები;
- შუქნიშნის სისტემა, ბალანსირებული თეფშის პრინციპი;
- განსხვავება შიმშილსა და მადას შორის, ზომიერი კვების ქცევა;
- ასაკისთვის შესაფერისი საკვების რაოდენობა, საკვების შემადგენლობა;
- ფსიქომოტორიკის გაცნობა;
ფსიქომოტორიკა (3 შეხვედრა):
მოძრაობა , როგორც გართობისსა და დადებითი შეგრძნებების წყარო
კვების კურსი (6 შეხვედრა)
- ბალანსირებული თეფშის პრინციპი, შუქნიშნის სისტემა;
- საკვების შერჩევა შუქნიშნის სისტემის მიხედვით;
- ულუფების განსაზღვრა;
- საკვების ეტიკეტის კითხვა;
- მარტივი კერძების მომზადება;
ქცევის კურსი (6 შეხვედრა)
- ზედემეტი წონის მიზეზები;
- ენერგიის ბალანსის პრინციპი;
- განსხვავება შიმშილსა და მადას შორის;
- იმპულსების კონტროლი, ყურადღების გადატანის სტრატეგიები;
- თავდაჯერებულობის კიბე;
მშობლების კურსი (6 შეხვედრა)
- სიმსუქნის მიზეზები, შედეგები, მართვის საშუალებები;
- შუქნიშნის სისტემა, ბალანსირებული თეფშის პრინციპი;
- განსხვავება შიმშილსა და მადას შორის, ზომიერი კვების ქცევა;
- ასაკისთვის შესაფერისი საკვების რაოდენობა, საკვების შემადგენლობა;
- ფსიქომოტორიკის გაცნობა;
ფსიქომოტორიკა (3 შეხვედრა)
- მოძრაობა, როგორც გართობისა და დადებითი შეგრძნებების წყარო.
ეტაპი III
კურსდამთავრებულების ნაწილი მიიღებს მონაწილეობას “ჯანსაღი ცხოვრების მრჩეველის” ბანაკში, ასპინძაში, ადგილობრივ რაგბის გუნდის ბაზაზე. ბანაკი მოიცავს საგანმანათლებლო და პრაქტიკულ აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობს ჯანსაღი ჩვევების განმტკიცებას, სოციალური უნარების განვითარებასა და ემოციურ კეთილდღეობას.
კურსზე მომუშავე გუნდი
კურსის ღირებულება
ინდივიდუალური შეფასება: პედიატრის კონსულტაცია – 100 ₾ , ფსიქოლოგის კონსულტაცია – 70 ₾
ჯანსაღი ჩვევების 6 კვირიანი კურსი, კვირაში 3 შეხვედრა – ერთი შეხვედრა 40 ₾
შემაჯამებელი ბანაკი ასპინძაში, ნებაყოფლობითი მონაწილეობა
აირჩიე სასურველი ნაკადი და თარიღი:
თითო ნაკადში შესაძლებელია მაქსიმუმ 6 მოზარდის მიღება.