MVZ LABOR DR.LIMBACH
MVZ LABOR DR.LIMBACH ევროპის ერთ-ერთი დიდი დიაგნოსტიკური გაერთიანება,ევროპული ბაზრის ლიდერი ლაბორატორიულ მედიცინაში , რომელიც 1979 წელს დააარსა ექიმმა ჰანს–იაკობ ლიმბახმა.
MVZ LABOR DR.LIMBACH გთავაზობთ ტესტების ყოვლისმომცველ ასორტიმენტს, რომელიც ეფუძნება გაიდლაინებში მოცემულ უახლეს რეკომენდაციებს, ისევე როგორც სხვადასხვა სპეციალიზებული საზოგადოებების რეკომენდაციებს. ბოლო კვლევის შედეგები შედის ახალი მეთოდების დანერგვისას პრაქტიკაში შესაბამისი ფორმით.
MVZ LABOR DR.LIMBACH - ში 600 ზე მეტი სპეციალისტი მუშაობს, მათ შორის 30-ზე მეტი ექიმი, ასევე საბუნებისმეტყველო მეცნიერების დარგის ექსპერტთა დიდი რაოდენობა. ლაბორატორიის მიერ გაწეული მომსახურების სპექტრი მოიცავს ლაბორატორიულ მედიცინას, ინფექციას, მოლეკულურ დიაგნოსტიკას და ჰიგიენას, ასევე ტრანსფუზიურ მედიცინასა და გენეტიკას. დღეს დიაგნოსტიკური ცენტრი მის შემადგენლობაში შემავალ , გერმანიის სხვადასხვა ქალაქის 29 ლაბორატორიასა და ევროპის ქვეყნებში არსებულ პარტნიორ ლაბორატორიებში ახორციელებს ლაბორატორიული კვლევების მთელს სპექტრს.
ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფში მუდმივად ინერგება კვლევის ახალი მეთოდები ლაბორატორიული დიაგნოსტიკის სხვადასხვა სფეროში ISO 15189 და ISO/IEC 17025 სტანდარტების შესაბამისად.