“მრჩეველის” პედიატრიული და ფსიქოლოგიური სამსახური გთავაზობთ 6 თვიდან 6 წლამდე ბავშვის განვითარების გერმანული სკრინინგ-ტესტის ET 6-6 R-ის სასწავლო კურსს.
ტესტი 10 წელზე მეტია ტარდება გერმანიაში, იაპონიაში, თურქეთში და სხვა ქვეყნებში. ჩვენი პედიატრიული და ფსიქოლოგიური სამსახური უკვე 3 წელზე მეტია იყენებს ET 6-6 R-ს ბავშვთა განვითარების შეფასებისა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებისთვის. სკრინინგ-ტესტი ქართული პოპულაციისთვის სტანდარტიზებულია ქართველი ფსიქოლოგების თეონა ლოდიას, ლუიზა არუთინოვასა და სოფო დოლიძის მიერ.
ET 6-6 R განკუთვნილია 6 თვიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვების განვითარების სკრინინგისთვის და მოიცავს განვითარების ხუთ მნიშვნელოვან სფეროს:
- ნატიფი მოტორიკა
- უხეში მოტორიკა
- შემეცნებითი უნარები
- ენა და მეტყველება
- სოციალურ-ემოციური განვითარება
ვისთვის არის კურსი?
კურსი განსაკუთრებით საინტერესო იქნება:
- პედიატრებისა და სხვა ექიმებისთვის
- ფსიქოლოგებისთვის
- ბაღისა და დაწყებითი კლასების პედაგოგებისთვის
- ბავშვებთან მომუშავე სხვა სპეციალისტებისთვის
- მშობლებისთვის, რომლებსაც სურთ უკეთ გაეცნონ ბავშვის განვითარების ეტაპებს
რას შეისწავლით კურსზე?
კურსის ფარგლებში გაეცნობით ET 6-6 R-ის სტრუქტურას, მისი ჩატარებისა და შედეგების შეფასების პრინციპებს.
კურსის დასრულების შემდეგ შეძლებთ:
- გააანალიზოთ მიღებული შედეგები
- დამოუკიდებლად ჩაატაროთ ტესტი და გააკეთოთ შედეგების ინტერპრეტაცია.
კურსი ჩატარდება: 20, 21 და 22 ოქტომბერს, 19:00 საათზე (ჯამში 3 ორსაათიანი შეხვედრა).
მისამართი: დანიელ ჭონქაძის 29ა, „მრჩეველის“ პედიატრიული და ფსიქოლოგიური სამსახური.
ამ ეტაპზე, მონაწილეობა უფასოა, თუმცა მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
რეგისტრაციისთვის შეავსეთ ფორმა.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 598 72 22 20