მრჩეველი ძუძუთი კვების მართვისადმი მიძღვნილ კონფერენციას უმასპინძლებს

14 ნოემბერს “მრჩეველში” გაიმართება კონფერენცია – ძუძუთი კვების მართვა საქართველოში: თანამედროვე სტანდარტები, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.
კონფერენცია განკუთვნილია გინეკოლოგებისთვის, პედიატრებისთვის, ნეონატოლოგებისა და მამოლოგებისთვის. პროფესიულ შეხვედრაზე თანამედროვე სამეცნიერო მტკიცებულებებს, კლინიკურ გამოცდილებასა და პრაქტიკულ რეკომენდაციებს მიმოვიხილავთ.
კონფერენციის საკითხები:
▪︎ პრენატალური განათლება და რძის არასაკმარისი წარმოქმნის ნიშნები
▪︎ მშობიარობის გავლენა ლაქტაციის დაწყებასა და მიმდინარეობაზე
▪︎ პირველი მოჭიდებიდან ჩამოყალიბებულ ლაქტაციამდე: მშობიარობისშემდგომი გამოწვევები და მათი მართვა
▪︎ ლაქტაციის კონსულტანტის როლი და სერტიფიცირების პროცესი
▪︎ ძუძუთი კვების ისტორია საქართველოში
▪︎ პირის ღრუს ანატომიური თავისებურებები და მათი მნიშვნელობა ძუძუთი კვებისას
შეხვედრის ბოლოს გაიმართება პროფესიული დისკუსია.
კონფერენციის სპეციალური მომხსენებელი იქნება ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოწვეული საერთაშორისოდ სერტიფიცირებული ლაქტაციის კონსულტანტი – ან ფაუსტი. მას დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის სფეროში მუშაობის 27-წლიანი გამოცდილება აქვს და მენტორობას უწევს ლაქტაციის დამწყებ კონსულტანტებსა და ექიმებს აშშ-ში, ევროპაში, ახალ ზელანდიასა და საქართველოში.
მოხსენებებს წაიკითხავენ:
▪︎ ირაკლი რცხილაძე, “მრჩეველის” პედიატრიული და ფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი
▪︎ ანნა ბიგანიშვილი, “მრჩეველის” ლაქტაციის კონსულტანტი
▪︎ მაკა აროშიძე, “მრჩეველის” მეან-გინეკოლოგი
▪︎ შოთა მუნჯიშვილი, გაგუას კლინიკის მეან-გინეკოლოგი
 მოდერატორი: თამარ ძაგანია, “მრჩეველის” პედიატრიული და ფსიქოლოგიური სამსახურის პედიატრი.
ენა: ინგლისური/ ქართული
თარიღი: 14 ნოემბერი, 2026
ადგილი: მრჩეველის ცენტრალური ლაბორატორია, ესმა ონიანის ქ. №10
დასწრება უფასოა, თუმცა ადგილები შეზღუდულია. შერჩეული მონაწილეები დადასტურებას მიიღებენ რეგისტრაციისას მითითებულ ელფოსტაზე.
რეგისტრაცია ბმულზე.

მშობლის / მეურვის მონაცემები

მოზარდის (მონაწილის) მონაცემები

არის თუ არა მონაწილე ნამყოფი „მრჩეველში“ პედიატრთან კონსულტაციაზე?
დაჯავშნე რიგი
ლაბორატორიაში