ნანა ნაკაიძე

ენდოკრინოლოგი

ნანა ნაკაიძე არის ენდოკრინოლოგი მრავალწლიანი კლინიკური გამოცდილებით. მისი პროფესიული საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ენდოკრინული და მეტაბოლური დაავადებების დიაგნოსტიკა და მართვა. სამედიცინო ცენტრ „მრჩეველს“ 2019 წელს შეუერთდა. აქტიურად არის ჩართული როგორც კლინიკურ საქმიანობაში, ასევე პროფესიულ განვითარებაში.

მისი კლინიკური ინტერესებია თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიები, ჰიპოფიზის დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი და ფარისებრახლო ჯირკვლების დაავადებები, ოსტეოპოროზი, სიმსუქნე და მეტაბოლური დარღვევები.

უმაღლესი სამედიცინო განათლება მიიღო თბილისის სამედიცინო აკადემია-ში, ხოლო ენდოკრინოლოგიაში სპეციალიზაცია გაიარა მ. გორკის სახელობის დონეცკის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი-ში.

2021 წლიდან არის American Hospital Tbilisi-ის ენდოკრინოლოგი. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა Jo Ann Medical Center-სა  და ავერსის კლინიკაში.

არის European Society of Endocrinology (ESE) და European Thyroid Association (ETA)-ის წევრი. არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია ევროპისა და ამერიკის საერთაშორისო რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში. რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო კონგრესებსა და უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამებში.

ჩაეწერე ექიმთან

დაჯავშნე რიგი
ლაბორატორიაში