მამუკა ზაკალაშვილი არის ჰეპატოლოგი და ინფექციონისტი, რომლის პროფესიული საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ღვიძლის დაავადებებისა და ქრონიკული ინფექციური პათოლოგიების დიაგნოსტიკა და მართვა. სამედიცინო ცენტრ „მრჩეველს“ 2010 წელს შეუერთდა. კლინიკურ პრაქტიკასთან ერთად ეწევა სამეცნიერო კვლევასა და საგანმანათლებლო საქმიანობას.
მისი კლინიკური ინტერესებია მწვავე და ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტები (A, B, C, D და E), აუტოიმუნური მექანიზმის ღვიძლის დაავადებები, ღვიძლის ფიბროზი და ციროზი, ღვიძლის ციროზის გართულებები, ღვიძლის თანდაყოლილი და გენეტიკური დაავადებები, მეტაბოლური, ქოლესტაზური და სისხლძარღვოვანი დაავადებები, ღვიძლის ტოქსიკური, მედიკამენტური და ალკოჰოლური დაზიანებები, ასევე სხვა ქრონიკული ინფექციური დაავადებები.
კლინიკური პრაქტიკა გაიარა King’s College Hospital-ის ჰეპატოლოგიის დეპარტამენტში, სადაც გამოცდილება მიიღო ღვიძლის ტრანსპლანტაციისთვის პაციენტების მომზადებასა და ტრანსპლანტაციის შემდგომ მართვაში. რეგულარულად მონაწილეობს European Association for the Study of the Liver (EASL)-ის კლინიკურ ვორკშოპებსა და მასტერკლასებში ევროპის წამყვან საუნივერსიტეტო კლინიკებში. (ამსტერდამი, ჟენევა, ბერნი, ბარსელონა და სხვა)
2019-2022 წლებში სწავლობდა „საქართველოს უნივერსიტეტის“ ჯანმრთელობის მეცნიერებების სადოქტორო პროგრამაზე. მისი სადოქტორო კვლევა ეხებოდა საქართველოში B ჰეპატიტის კლინიკური და ვირუსოლოგიური მახასიათებლების შეფასებას. კვლევის ფარგლებში გამოაქვეყნა არაერთი სამეცნიერო ნაშრომი ავტორიტეტულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში.
კითხულობს ლექციებს „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ ამერიკულ პროგრამაზე (TSMU-USMD Program) ჰეპატო-პანკრეატო-ბილიარული დაავადებების პათოლოგიის საკითხებზე. 2015 წლიდან აქტიურად არის ჩართული საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში, როგორც პაციენტების მართვისა და მკურნალობის, ასევე პროგრამის სამეცნიერო და საგანმანათლებლო კომპონენტების განვითარებაში.
არის საქართველოს ჰეპატოლოგთა ასოციაციის (GHA) მმართველი საბჭოს წევრი 2012 წლიდან და გენერალური მდივანი 2026 წლიდან. ასევე არის European Association for the Study of the Liver (EASL)-ის წევრი და მონაწილეობას იღებს კლინიკური პრაქტიკული გაიდლაინების ადაპტაციის პროცესში ლოკალურ დონეზე.
ჩაეწერე ექიმთან