მაკა აროშიძე

გინეკოლოგი

მაკა აროშიძე, მეან-გინეკოლოგი, „მრჩეველის“ გუნდს 2019 წელს შემოუერთდა. კლინიკურ პრაქტიკასთან ერთად, აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო საქმიანობაში და 2024 წლიდან თბილისის სამედიცინო აკადემიის მოწვეული ლექტორია.

მისი პროფესიული საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ორსულობისა და გინეკოლოგიური მდგომარეობების კომპლექსური ამბულატორიული მართვა თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინო მიდგომებით. მაკა აროშიძის კლინიკური ინტერესებია საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების დიაგნოსტიკა და მართვა, რეპროდუქციული ჯანმრთელობა და ფერტილობის შეფასება.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სადაც შემდგომ გაიარა რეზიდენტურა მეან-გინეკოლოგიის მიმართულებით. რეზიდენტურის ეტაპზე პრაქტიკულ გამოცდილებას იღებდა გაგუას კლინიკაში, პინეოს სამედიცინო ეკოსისტემასა და ჟორდანიას კლინიკაში.

მაკა აროშიძემ საერთაშორისო კლინიკური პრაქტიკა გერმანიის წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში გაიარა. 2022 წელს ერლანგენის საუნივერსიტეტო კლინიკაში (University Hospital Erlangen) კვალიფიკაცია აიმაღლა გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიისა და ონკოლოგიურ პაციენტებში ფერტილობის შენარჩუნების მიმართულებით. გარდა ამისა, გავლილი აქვს სტაჟირება კემპტენისა და ოსტალგოი-კაუფბოირენის კლინიკების მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტებში.

 

ჩაეწერე ექიმთან
დაჯავშნე რიგი
ლაბორატორიაში